”პრესის გავრცელების ქსელს საფრთხე ემუქრება”, აცხადებს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და პრესის გავრცელების ჯიხურების მიმართ თბილისის მერიის პოლიტიკას, ერთდროულად, თავისუფალ მედიასა და მცირე ბიზნესზე ზეწოლად აფასებს. როგორც ცნობილია, მერიამ ახალი ჯიხურების განსათავსებლად აუქციონი სწორედ იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც პრესის ჯიხურები აქამდეც იდგა, პრესის გამავრცელებლებს კი ძველი ჯიხურების აღება დაავალა.
თბილისის მერიის მიერ პრესის გავრცელების ჯიხურების აღების საწინააღმდეგოდ გაზეთ ”რეზონანსის” წამოწყებულ კამპანიას სხვა ქართული გამოცემებიც შეუერთდნენ. ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ქართული პრესის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება,როცა პრესის ჯიხურები სავაჭრო ჯიხურებით ჩანაცვლდება, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა:
”ფაქტია, რომ მოულოდნელად ხელისუფლებამ მოატრიალა თავისი სახელმწიფო მანქანა, ჯიხურებს დაეძგერა და თქვა: აიღეთ ეს ჯიხურები, თუ არადა, ჩვენ ავიღებთო. ამ ადგილებში, როგორც ჩანს, უნდათ დააყენონ კვების ობიექტები ან, სულაც, თავიანთი ახლობლები მოიყვანონ.”
ტუღუში იხსენებს, რომ ქართული პრესის წარმომადგენლებმა ამ პრობლემის უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად ხელისუფლებას არაერთი წინადადება შესთავაზეს, მაგრამ ამაოდ:
”ერთხელ დიზაინის შეცვლა შევთავაზეთ, განვიხილეთ პრესის გავრცელების როგორი წერტილები იყო, ვთქვათ, ევროპაში, პარიზსა თუ ლონდონში, მერე ქალაქისთვის სპეციალური რეგულაციებიც დავწერეთ, მოეწონათ თითქოს, მაგრამ როცა გადაწყვეტილების ეტაპი მოვიდა, დაიმალნენ.. კანონპროექტიც კი დავწერეთ და მთელი ქართული პრესა იყო ამაში ჩართული, პარლამენტში შევიტანეთ და არაფერი...”
”დაბოლოს, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”, - ამბობს გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძეც. ის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან პრესაზე ზეწოლის პირველ ფაქტად 2004 წლის პრეზიდენტის განკარგულებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც სახელისუფლო ორგანოებს გაზეთების გამოწერა აეკრძალათ, რის შედეგადაც გაზეთების ტირაჟმა 2000-3000 ეგზემპლარით იკლო. შემდეგ იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომ ის გაზეთებს არ კითხულობს; კიდევ - პრესაზე და განსაკუთრებით რეგიონალურ პრესაზე ზეწოლის არაერთი ფაქტი და, ბოლოს, პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღება:
”ჩემი აზრით, ეს არის ბოლო შეტევა გაზეთებზე წინასაარჩევნოდ, რომ მოსახლეობამდე ინფორმაცია აღარ მივიდეს. ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიულ ეპოქაში გაზეთები იატაკქვეშა საკითხავად ხომ არ უნდა გადაიქცეს?”
მერიის პასუხი პრესას
თბილისის მერია პრესის ჯიხურების აღების მიზეზად ”მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით“ წამოწყებულ პროექტს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ქალაქში არსებული ძველი და უსახური შენობები ახალი და თანამედროვე დიზაინის ჯიხურებით უნდა ჩანაცვლდეს. მერიის განცხადებაში წერია, რომ თუ აქამდე თბილისში 250 ადგილზე იყო ჯიხურის ნებართვა გაცემული, ახლა ამისათვის 1000 ადგილია გამოყოფილი.
ინტერნეტაუქციონში მონაწილეებისათვის არ არსებობს შეზღუდვა - პრესასთან ერთად გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ ჯიხურებში სხვადასხვა სახის პროდუქციაც გაყიდონ.
”ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც უკვე აქვს ჯიხური, ხელშეკრულების დასრულებამდე მისი აღება არ ევალება. მაგრამ მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში, რადგან ამ შემთხვევაში დაზარალდებიან მეწარმეები, რომლებმაც აუქციონში გაიმარჯვეს და იჯარის გადასახადს იხდიან”, - წერია განცხადებაში.
მერია ასევე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს ბიზნესი კონკურენციას ვერ გაუძლებს, რადგან ”პრესის ჯიხურებში აქამდეც იყიდებოდა თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა პროდუქცია”.
მერიის ინფორმაციით, უკვე ჩატარდა ხუთი აუქციონი, რომელზეც 250 ლოტი იყო გამოტანილი და მათგან 93-ზე გამარჯვებულიც გამოვლინდა, 157-ზე კი კონკურენცია არ ყოფილა. ”უსაფუძვლოა იმ ადამიანების პრეტენზია, ვინც აცხადებს, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ. აუქციონში მონაწილეობა მიიღეს პრესის გამავრცელებელმა კომპანიებმა - ზოგმა გაიმარჯვა, ზოგმა ვერა”. - მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არასწორია, რადგან ეს პროექტი ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება...
”პლანეტა ფორტე” და სხვები
პრესის გამავრცელებელი ”პლანეტა ფორტეს” კუთვნილი 80 ჯიხურიდან, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში იდგა, დღეს ნახევარზე ნალებია დარჩენილი. როგორც კომპანიის დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი აცხადებს, სულ ბოლოს მერიამ „პლანეტა ფორტეს“ ჯიხურების აღება ამავე ჯიხურების ტერიტორიაზე გამოცხადებული აუქციონის წინ მოსთხოვა იმ მოტივით, რომ მათი ჯიხურები იქ უნებართვოდ იდგა:
”წინა თვეში ოთხი ჯიხური ავიღეთ. ახლა ორდღიანი ვადა გვაქვს - კიდევ ექვსი უნდა ავიღოთ. ”მაცნეს” 12 ჯიხურის აღება მოსთხოვეს... მაგ ლოგიკით, თუ ეს ჯიხურები უკანონო იყო, მაშინ ყველა ჯიხური უნდა ავიღოთ, არა? აღებული ჯიხურების შენახვის პრობლემაც გვაქვს - სად წავიღოთ? ვიღაცას ვთხოვეთ ეს რამდენიმე ჯიხური და უკვე ისინიც ან დაზიანებულია, ან გაძარცული. და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხალხი უმუშევარი რჩება. აი, ამ ექვსი ჯიხურის აღებით ათი ადამიანი კარგავს სამსახურს.”
მერაბ ჩანჩალაშვილს არ ესმის, რას ნიშნავს თანაბარ პირობებში ჩატარებული აუქციონი მაშინ, როდესაც კომპანიებს არავინ ავალდებულებს პრესის გაყიდვას. მართალია, არც უკრძალავს, მაგრამ, თუ საიჯარო თანხებს გადავხედავთ, მხოლოდ პრესის გაყიდვით, როგორც პრესის გამავრცელებლები ამბობენ, ამ თანხების გადახდა წარმოუდგენელია. წინასწარვე წაგებულ აუქციონში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდაო, ამბობს „პლანეტა ფორტეს“ დირექტორი:
”გამოეცხადებინათ სპეციალურად პრესის გამავრცელებლებისთვის აუქციონი და მივიღებდით მონაწილეობას და იქ მართლაც ყველა თანაბარ პირობებში ვიქნებოდით. აქ კი, ჩვეულებრივი სავაჭრო ჯიხურების აუქციონში, წინასწარ ვიცით, რომ განწირულები ვართ. ჩვენთვის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი პირობებია. ვთქვათ, გავიმარჯვე კიდეც და წელიწადში უნდა გადავიხადო, მაგალითად, 10 000 ან 5000 ლარი, ეს ნიშნავს, რომ თვეში მერიის იჯარა 500 ლარი მაინც უნდა ვიხადო, ეს კი ჩვენი ბიზნესისთვის უკვე წამგებიანია. მე მათიც მიკვირს, ვინც გაიმარჯვა. საინტერესოა, რად უღირთ ეს ადგილები, რა უნდა გაყიდონ იქ? ფაქტია, რომ მხოლოდ პრესა არა.”
”პლანეტა ფორტეს” და ”მაცნეს” ჯიხურების გარდა, საფრთხე შესაძლოა დაემუქროს ”პალიტრა მედიის” კუთვნილ ”ელვა სერვისის” ქსელსაც. ამ უკანასკნელმა აუქციონში მონაწილეობა მიიღო და, როგორც ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რამდენიმე აუქციონი მოიგო კიდეც - ოღონდ გარეუბნებში, სადაც იჯარის ფასი შედარებით დაბალია:
”ეს არის ოთხი თუ ხუთი ადგილი, რომელიც ჯიხურებისათვის მოვიპოვეთ ამ აუქციონის შედეგად, ოღონდ ესენია ქალაქის უკიდურეს გარეუბნებში, სადღაც ვარკეთილის ბოლოს, მაგალითად, და სადაც იჯარა 1000 ლარია და ეს ჯიხურებიც, სავარაუდოდ, კომპანიას დოტაციაზე უნდა ჰყავდეს. იცით, სადამდე ავიდა ქალაქის ცენტრში იჯარის ფასები? 45 000, 20 000, 30 000 - საუბარია პეკინის გამზირზე, ბუკიას ბაღსა ან სადგურის მოედანზე, სადაც გაზეთები იყიდება. ”ელვა სერვისს” ქალაქში 22 ჯიხური აქვს, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ”მედია პალიტრა” უამრავ გაზეთს და ჟურნალს გამოსცემს და ფინანსური რესურსიც აქვს და წარმოიდგინეთ, რომ ”პლანეტა ფორტე” და ”მაცნე”, რომლებიც ძირითადად მხოლოდ პრესის გავრცელებით არიან დაკავებულები, მარსზე გაფრენის ტოლფასია, რომ წელიწადში ჯიხურის იჯარაში 45 000 გადაიხადონ.”
რატომ ცხადდება მაინცდამაინც იმ ადგილებზე აუქციონი, სადაც პრესის ჯიხურები უკვე წლებია დგას? - კითხულობს დაჩი გრძელიშვილი და არცთუ შორეული წარსულის ამბავს იხსენებს, როდესაც, მისი თქმით, ერთ-ერთ კომპანიას აუქციონის გარეშე ქალაქის პრესტიჟულ ადგილებში ერთდროულად 300 ჯიხური გადაეცა:
”რადგან გვაქვს ასეთი გამოცდილება, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდეს ხელისუფლების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ლოიალურად განწყობილი პირის ხელში, რომელიც იტყვის, რომ, კი ბატონო, შაურმასთან ერთად გაზეთსაც გავყიდი, მაგრამ როცა ეტყვიან და რომელსაც ეტყვიან, იმ გაზეთს გაყიდის.”
ჯერჯერობით ერთადერთი გაზეთი, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში საფრთხეებს ვერ ხედავს, გაზეთი ”24 საათია”, რომლის რედაქტორი, პაატა ვეშაპიძე, გვეუბნება, რაც მეტი ჯიხური იქნება თბილისში, მით უკეთესიო, თანამშომლობით კი ”24 საათი” ყველასთან ითანამშრომლებს.
ქართული პრესის წარმომადგენლებმა უკვე მოამზადეს საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის სახელზე წერილი, რომელშიც მათ ამ კონკრეტული საკითხის შესწავლისა და თავისუფალი მედიის დაცვის თხოვნით მიმართავენ. მომავალ კვირაში კი მერიასთან დაგეგმილია ”რეზონანსის”, ”ალიას“, ახალი თაობისა” და „კვირის პალიტრის” თეატრალიზებული აქცია, რომელში მონაწილე ადამიანებიც ხელში თავიანთ საყვარელ გაზეთს დაიჭერენ. აქციაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველ „მედიასაშუალებას“ შეუძლია.

ჩემი აზრით, ეს არის ბოლო შეტევა გაზეთებზე წინასაარჩევნოდ, რომ მოსახლეობამდე ინფორმაცია აღარ მივიდეს ...

წინა თვეში ოთხი ჯიხური ავიღეთ. ახლა ორდღიანი ვადა გვაქვს - კიდევ ექვსი უნდა ავიღოთ...

ეს არის ოთხი თუ ხუთი ადგილი, რომელიც ჯიხურებისათვის მოვიპოვეთ ამ აუქციონის შედეგად, ოღონდ ესენია ქალაქის უკიდურეს გარეუბნებში ...