საბერძნეთის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ - რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადემოსი ხელმძღვანელობს - დღეს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე შესძლო ნდობის მოპოვება. მთავრობა აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტია გასულ თვეში, ევროკავშირის სამიტზე დამტკიცებული, 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების რატიფიკაცია - რაც საბერძნეთისგან მოთხოვს საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის გატარებას, რომელიც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. კრიზისის გამო გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა გეორგიუს პაპანდრეუმ.