ბელორუსიაში პროკურორმა მსჯავრდებულების სიკვდილით დასჯა მოითხოვა

მინსკის მეტროში 11 აპრილს მომხდარი ტერაქტის საქმეზე განსასჯელი პირებისათვის ბრალდების მხარემ სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ბელორუსიის გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსანდრ სტუკმა, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენს, სასამართლო თხოვა გაითვალისწინოს დანაშაულის სიმძიმე და დაზარალებული მხარის აზრი და დახვრეტა შეაფარდოს ბრალდებულის- დმიტრი კონოვალიოვისა და ვლადისლავ კოვალიოვისათვის. მინსკის მეტროში 11 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 15 ადამიანი დაიღუპა და სამასამდე დაშავდა.