რადიოჟურნალი - 906-ე გამოშვება

მეათე სტუდიაში მოგითხრობთ მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელზე, რომელიც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეიქმნა; ვისაუბრებთ პროექტზე, რომელიც მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქებას ეხებოდა - რა დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას ანალიტიკოსები?.. ქართულ ბაზარზე საკითხავი მოწყობილობა - ”იოტა რიდერი” - და ქართულენოვანი ელექტრონული წიგნების მაღაზია მკვიდრდება; ასევე შემოგთავაზებთ ინტერვიუს მწერალ ზაზა ბურჭულაძესთან, რომელიც ახლახან პრაღას სტუმრობდა.