იტალიის პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბელრუსკონიმ ამ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ გადადგება მას მერე, რაც მთავრობის ეკონომიკური სტაბილურობის კანონს პარლამენტი დაამტკიცებს. კანონმდებლები საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ. ბურლუსკონის მთავრობამ დღეს საკვანძო კენჭისყრაში გაიმარჯვა, მაგრამ ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა. საჯარო ანგარიშვალდებულების შესახებ კენჭისყრაში, რაც წინაპირობაა სამომავლო ბიუჯეტის დამტკიცებისთვის, 630 მანდატიდან მას 316 ხმა ერგო. კენჭისყრა მოეწყო ბერლუსკონის მმართველობის მიმართ ეჭვის და ვალებით გამოწვეული კრიზისის ფონზე.