ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ დახურულ კარს მიღმა 2 საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებდნენ, საუბარი შეეხო - სოფლის მეორნეობიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული - ყველა საკითხს.
სანამ ბიძინა ივანიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურებოდა, შესავალ სიტყვაში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სურს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, შეიმუშაოს გეგმა, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ ძალადობის მანქანას შეეწინააღმდეგება. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ არ მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში:
”საუბედუროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, აღტკინების პროცესში, მე პირადად და ჩემმა გუნდმა დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომა - ვეღარ ვიკადრეთ სადარაჯოზე დადგომა, ვიფიქრეთ, რომ მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ოცნება და პრაქტიკულად გამოვეთიშე გარკვეულ პროცესს და ვერ მოვახერხე საზოგადოებასთან ერთად ზომიერი კონტროლი განგვეხორციელებინა მთავრობის ქმედებებზე.”
უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა:
”მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება იმ მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გუნდს აქვს, და მე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებზე და საერთოდ სამოქალაქო სექტორზე.”
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უჭირდათ რაიმე კონკრეტული საკითხის გამოყოფა. ისინი აცხადებდნენ, რომ, ფორმატიდან გამომდინარე, უფრო მეტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხო - სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული - ყველა საკითხს. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეეხო არჩევნების თემასაც:
”კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში ან რა ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 80-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას და ნამდვილად არ იყო დეტალურად საუბრის საშუალება. ახსენა, რომ 60 ათასი დამკვირვებლის გადამზადება მოუწევს მას არჩევნებთან მიმართებით, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გულისხმობდა ამაში.”
შეხვედრიდან გამოსულმა ორგანიზაცია „ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ, მისი შთაბეჭდილებით, არ არის გამორიცხული არასამთავრობოთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა თავის საზოგადოებრივ მოძრაობაში მიიწვიოს, თუმცა ქეთი ხუციშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამიჯნოს თავისი საქველმოქმედო და პოლიტიკური საქმიანობა:
” მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მოხდეს გამიჯვნა საქველმოქმედო საქმიანობისა პოლიტიკურისაგან. მე ვგულისხმობ, რომ თუკი ის პოლიტიკაში მოდის, ის ვერ შეძლებს სხვადასხვა ტიპის არასამთავრობოების დაფინანსებას - მაგალითად, ის ვერ შეძლებს დააფინანსოს უფლებადამცველი ორგანიზაცია ან განსაკუთრებით ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების მონიტორინგს ატარებს. როგორც ჩანს, მას ამის გამიჯვნა მოუწევს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი მომავალში”, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი.
იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრისას მხარეებს შორის თანამშრომლობის დროს ფინანსური ინტერესიც ჩანდა, ლაპარაკობს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. მისი სიტყვებით, შეხვედრაზე რამდენიმე არასამთავრობოს მხრიდან იყო ნათქვამი, რომ კონკრეტულ თემებზე სამუშაოდ დაფინანსებას საჭიროებენ. კახა კახიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობოები უნდა გაემიჯნონ პოლიტიკოსებს, მით უფრო, რომ, მისი თქმით, არასამთავრობოთა და პოლიტიკოსთა თანამშრომლობამ 2003 წელს არ მოიტანა კარგი შედეგი:
”არასამთავრობოთა ნაწილმა, ვისაც სურს მასთან [ბიძინა ივანიშვილთან] თანამშრომლობა, უნდა გადაინაცვლოს პოლიტიკაში და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ის არასამთავრობო სექტორი კი, რომელსაც სურს შეინარჩუნოს ობიექტურობა, ბატონ ივანიშვილისგან დაფინანსებას არ უნდა ელოდეს. ეს მნიშვნელოვანია და შეგახსენებთ, რომ ამუშავდა სისხლის სამართლის კოდექსიც - მუხლი პოლიტიკურ მექრთამეობასთან დაკავშირებით - და ყველა ორგანიზაციას ვურჩევდი ცოტა ფრთხილად იყოს”, - განაცხადა საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახი კახიშვილმა.
არასამთავრობოთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ მოქალაქეობის უქონლობის პირობებში ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ გამოხატა მზადყოფნა არჩევნებში მონაწილეობისათვის. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში მომზადდება მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.
სანამ ბიძინა ივანიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურებოდა, შესავალ სიტყვაში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სურს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, შეიმუშაოს გეგმა, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ ძალადობის მანქანას შეეწინააღმდეგება. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ არ მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში:
მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება იმ მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გუნდს აქვს, და მე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებზე...
”საუბედუროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, აღტკინების პროცესში, მე პირადად და ჩემმა გუნდმა დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომა - ვეღარ ვიკადრეთ სადარაჯოზე დადგომა, ვიფიქრეთ, რომ მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ოცნება და პრაქტიკულად გამოვეთიშე გარკვეულ პროცესს და ვერ მოვახერხე საზოგადოებასთან ერთად ზომიერი კონტროლი განგვეხორციელებინა მთავრობის ქმედებებზე.”
უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა:
”მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება იმ მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გუნდს აქვს, და მე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებზე და საერთოდ სამოქალაქო სექტორზე.”
”კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში ან რა ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 80-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას და ნამდვილად არ იყო დეტალურად საუბრის საშუალება. ახსენა, რომ 60 ათასი დამკვირვებლის გადამზადება მოუწევს მას არჩევნებთან მიმართებით, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გულისხმობდა ამაში.”
შეხვედრიდან გამოსულმა ორგანიზაცია „ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ, მისი შთაბეჭდილებით, არ არის გამორიცხული არასამთავრობოთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა თავის საზოგადოებრივ მოძრაობაში მიიწვიოს, თუმცა ქეთი ხუციშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამიჯნოს თავისი საქველმოქმედო და პოლიტიკური საქმიანობა:
” მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მოხდეს გამიჯვნა საქველმოქმედო საქმიანობისა პოლიტიკურისაგან. მე ვგულისხმობ, რომ თუკი ის პოლიტიკაში მოდის, ის ვერ შეძლებს სხვადასხვა ტიპის არასამთავრობოების დაფინანსებას - მაგალითად, ის ვერ შეძლებს დააფინანსოს უფლებადამცველი ორგანიზაცია ან განსაკუთრებით ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების მონიტორინგს ატარებს. როგორც ჩანს, მას ამის გამიჯვნა მოუწევს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი მომავალში”, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი.
არასამთავრობოთა ნაწილმა, ვისაც სურს მასთან [ბიძინა ივანიშვილთან] თანამშრომლობა, უნდა გადაინაცვლოს პოლიტიკაში და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში...