აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შავ სიაში შეიტანა ჰაკანის ტერორისტული ქსლის დაპატირებული ლიდერი. აღნიშნული გადაწყვეტილება ჰაკანის ლიდერ მალი ხანს განიხილავს, როგორც საგანგებო დანიშნულების გლობალურ ტერორისტს და ყადაღას ადებს ნებისმიერი აქტივებს, რაც მას შესაძლოა გააჩნდეს აშშ-ებში. ამასთან იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ტერორისტის სახელზე ნებისმიერი სახის ტრანზაქციის განხორციელება. მალი ხანი ნატო-ავღანეთის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს სექტემბერში პაქტიას პროვინციაში დააპატიმრეს. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ სწორედ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მოქმედი ჰაკანის ქსელი იყო ჩართული ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ბურხანუდდინ რაბანის მკვლელობაში.