თბილისში გაიმართა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია, რომელზეც მან გამოთქვა რწმენმა, რომ მისი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს საქართველოში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შემდეგ ივანიშვილს აუცილებლად მიაჩნია, პირველ ყოვლისა, კონსტიტუციური ცვლილებების გატარება. საკუთარ რეზიდენციაში ჩატარებულ პირველ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემდეგ აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. ივანიშვილმა ისაუბრა აშშ-თან და ნატოსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობაზე და უარყო ბრალდება, თითქოს ის საქართველოში მოსკოვის ინტერესების გატარებას აპირებდეს. ივანიშვილის პრესკონფერენცია თითქმის საათნახევარი გაგრძელდა. ის პირდაპირ ტელეეთერში გადასცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.