ქაბულში მოწყობილ ტერაქტს ნატოს სულ ცოტა 13 სამხედრო ემსხვერპლა

დღეს ნატოს სულ ცოტა 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მას მერე, რაც თვითმკვლელმა ავტომანქანა ააფეთქა საერთაშორისო ჯარების კოლონის გზაზე. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ დაღუპულთა შორის არიან სამი სამოქალაქო პირი და პოლიციელი. მსხვერპლის ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ყოფილი სამეფო სასახლის მახლობლად მომხდარი ამ აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. დღესვე აღმოსავლეთ ავღანეთში, პროვინცია კუნარში, თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა ქალაქ ასადაბადის ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან. დაიჭრა ორი მცველი.