მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესამ საქართველოს შესახებ არაერთი წერილი გამოაქვეყნა - მათი უმრავლესობა ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას და ამ პერსპექტივის მიმართ საქართველოს პოზიციას ეხებოდა.
მიმოხილვას შედარებით ახალი სტატიებით დავიწყებთ. 28 ოქტომბერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა ჟურნალისტ ელენ ბარის წერილი, სახელწოდებით „ქართველები დათანხმდნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ გარიგებას“. სტატიის დასაწყისში ვკითხულობთ: „მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დათანხმდნენ შვეიცარიის მიერ შემუშავებულ კომპრომისს, რომელიც რუსეთს გზას უხსნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ დეკემბერში. ამით დასრულდება რუსეთის მხრიდან გაწევრიანების თაობაზე განაცხადის შეტანით დაწყებული პროცესი, რომელიც უკვე 18 წელიწადს ითვლის.“
ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხარემ კომპრომისული წინადადების განხილვისთვის რამდენიმე დღე ითხოვა, და შემდეგ მოკლედ აღწერს საკითხებს, რომელთა გარშემოც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. კერძოდ, ელენ ბარი წერს, რომ უთანხმოების გამომწვევ ერთ-ერთ საკითხს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მივლენილი დამკვირვებლების სტატუსი წარმოადგენდა - ისინი სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ თუ კერძო კონტრაქტორების. „შვეიცარიის მიერ შემუშავებული კომპრომისული ვარიანტის თანახმად, საზღვრების რუსულ და ქართულ მხარეს - მაგრამ არა საკუთრივ ანკლავების შიგნით - ტვირთის მონიტორებს კერძო ფირმები მიავლენენ. ამ კონტრაქტორებს კი ნეიტრალური მესამე მხარე დაიქირავებს - მაგალითად, შვეიცარია ან ევროკავშირი, - ამბობს გიგა ბოკერია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც, როგორც ვთქვით, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“.
ამავე დღეს ამავე საკითხს მიუძღვნა მოკლე ინფორმაციული წერილი ბრიტანეთის „გარდიანმაც“. წერილის სახელწოდებაა „საქართველოს კომპრომისის შემდეგ, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირასაა“. წერილში მოკლედ მიმოხილულია საქართველოს თანხმობა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებაზე. შემდეგ ვკითხულობთ, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მიმდინარე წლის ბოლომდე იმედოვნებს, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შეთანხმების გაფორმება მომავალ წლამდე გადაიდება და მას ხელს პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ მოაწერენო. ჟურნალისტი განაგრძობს: „მოსკოვი კვლავ აწყდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწინააღმდეგე ძლიერ ლობის, რომელიც მხარს უჭერს ნაციონალისტურ, პროტექციონისტურ ზომებს. გასულ კვირაში პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ გლობალურ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვერ შევძლებთ, მაინც გადავრჩებითო“.
26 ოქტომბერს ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა „უოლ სტრიტ ჯორნალმაც“. წერილს ერქვა „ევროკავშირი საქართველოს უბიძგებს რუსეთს მისცეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალება“. სტატიაში, რომლის ავტორები არიან ჯონ მილერი და გიორგი ლომსაძე, მოკლედ მიმოხილულია ევროკავშირის მხრიდან გააქტიურებული ძალისხმევა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიზნით. „როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სურთ რუსეთი გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც ტარიფების და სავაჭრო ბარიერების შემცირების პირობით გამოდიან, რათა რუსეთთან ვაჭრობის პროცესში ამჟამად არსებული პრობლემები აღიკვეთოს“, - ვკითხულობთ წერილში. აღსანიშნავია, რომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან მალე გამოცემამ ცალკე აბზაცად შესწორებების რიგიც გაავრცელა. კერძოდ, ამ აბზაცში ვკითხულობთ: „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პირობად საქართველო მოითხოვს შეიქმნას ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანო, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანკლავების მომცველ სავაჭრო პროცესებს დააკვირდება. ამ სტატიის წინა ვერსიაში შეცდომით ეწერა, რომ საქართველო პირობად რუსეთის მხრიდან ამ ორი ანკლავის პოლიტიკური კონტროლის დათმობას აყენებდა“. ამის გარდა, აბზაცში კიდევ რამდენიმე შესწორებაა მოტანილი. სრულად სტატიას და შესწორებებს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ვებსაიტზე ნახავთ.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივის და ამასთან მიმართებით საქართველოს პოზიციის შესახებ 27 ოქტომბერს „სტრატფორ კომენტარიშიც“ გამოქვეყნდა ანალიტიკური წერილი, რომლის შემაჯამებელ აბზაცში ვკითხულობთ: „27 ოქტომბერს საქართველომ გამოაცხადა, რომ დათანხმდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შეშვებას, რითიც შეცვალა ის პოზიცია, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იდგა. „სტრატფორის“ წყაროების თანახმად, ეს ცვლილება აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შედეგი იყო. აშშ-ს რუსეთისთვის შესათავაზებლად მშვიდობიანი წინადადება სჭირდება, ევროპაში ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის ფონზე. გაუთვალისწინებელი გარემოების სახით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ შესაძლოა რუსეთს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ეკონომიკური პარტნიორობის გადახედვისკენ უბიძგოს“.
უცხოეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს მოკლედ გეტყვით კიდევ ერთი წერილის შესახებ, რომელიც სხვა თემას ეხება. 24 ოქტომბერს ლონდონის ყოველდღიურმა „ინდეპენდენტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ასე იწყება: „საზოგადოებრივი თვალისგან მოშორებით მცხოვრები, ექსცენტრიკული მილიარდერი ჩრდილიდან გამოვიდა და საქართველოს პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამხობის პირობა დადო“. სტატია ინფორმაციული ხასიათის არის და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს მიმოიხილავს. წერილში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციით, მიხეილ სააკაშვილის მეორე ვადა 2013 წელს იწურება, თუმცა უკვე არის ვარაუდები, რომ ის შესაძლოა თავისი ძლიერი მეტოქის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კურსის გამეორებისთვის ემზადებოდეს და ახლახან გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება სურდეს. შემდეგ სტატიაში ბიძინა ივანიშვილის ციტატაა მოტანილი: ვიცი, რომ მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს და ეს არ უნდა დავუშვათო. სტატიის ბოლოს ავტორი მიმოიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს - მისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევას, ბანკზე ფულის გათეთრების ბრალდებით მიტანილ რეიდს და ძირითადად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი სატელევიზიო არხებით წარმოებულ კამპანიას, რომელიც მას კრემლის აგენტად სახავს. „მილიარდერი ირწმუნება, რომ ის კრემლის კაცი არ არის და ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული დემოკრატიის ხარისხით ‘ევროპის განცვიფრება სურს’“, - ამცნობს „ინდეპენდენტის“ ჟურნალისტი თავის მკითხველს.