ევროკავშირის ლიდერებმა შეხვედრა დაასრულეს

ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ევროპული ვალუტის და ფინანსური ბაზრების განმტკიცების ზომების შესახებ. საკითხის სირთულე ჩვენ გვაიძულებს ავიღოთ დამატებითი დრო, - განცხადა სამიტის დასრულების შემდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ჰერმან ვან რუმპეს თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების მომდევნო სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.