ჩვენი პრესის დღვანდელი მიმოხილვის უდიდესი ნაწილიც, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქმის მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ამბებს დაეთმობა. ”ვერსია” წერს, რომ ვცადეთ კულუარული ინფორმაცია მოგვეპოვებინა, თუ რას აპირებს ნაცონალური მოძრაობა, მაგრამ პიარში გამოწრთობილმა ნაცმოძრაობის იდეოლოგებმა ჟურნალისტებთან რამდენიმედღიანი "დუმილის უფლება" ითხოვესო. თუმცა, გაზეთის ცნობით, მათ ანონიმური წყაროსგან მაინც მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ”ვერსია” წერს: მიხელ სააკაშვილს გარემოცვა სთხოვს, ხელი მოაწეროს განკარგულებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა! რა ხდება - ამაზე ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთო. გაზეთი საკუთარ ახსნას გვთავაზობს: სავარაუდოდ, სააკაშვილი თავს იზღვევს. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ არა აქვს შემუშავებული გეგმა, რითაც დაუპირისპირდება მილიარდერს, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი რეიტინგი აქვსო.
”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერ სოსო მანჯავიძესთან, რომელიც სახელისუფლებო გუნდში დაწყებულ ”საშინელ რღვევებზე” ლაპარაკობს, რაც ”ყინულმჭრელმა” ბიძინა ივანიშვილმა გამოიწვია. ”ივანიშვილი აუცილებლად დაამყარებს კონტაქტებს გარკვეულ ძალებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფებიც წამოვლენ ამაზე”, - წინასწარმეტყველებს სოსო მანჯავიძე და განაგრძობს: ”დაახლოებით 2-3 კვირაში ჩვენ დავინახავთ სერიოზულ რღვევებს სახელისუფლებო გუნდში. მათ ღამეები აღარ სძინავთ უკვე. ადრეც ვამბობდი, სააკაშვილს უმთავრდება ლეგიტიმაცია და გარკვეული ძალები, რომლებიც არიან სახელისუფლებო შტოებში, შეეცდებიან შეიქმნან თავიანთი მომავალი პოლიტიკური და ფიზიკური არსებობისთვის გარკვეული საფარველებიო”.
”რეზონანსს” კი ივანიშვილის შესაძლო გეგმების შესახებ ”ფორუმელი” ანი მიროტაძე ესაუბრა. ”შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დაიწყო ახალი პოლიტიკური კალენდრის ათვლა, ახალი კონფიგურაცია ლაგდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის და საგნობრივად უფრო საქმიანი იქნება პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში", - ამბობს ანი მიროტაძე და დასძენს: თუ ეს არის გარკვეული გარე ძალების პროექტი, ის მხოლოდ რუსეთის პროექტი ვერ იქნება, რადგან საქართველოში ინტერესები მხოლოდ რუსეთს არ აქვს და, შესაბამისად, გარკვეული ინტერესების თანხვედრის გარეშე ახალი პოლიტიკური კალენდარი ამ ქვეყანაში ვერ დაიწყებაო.