უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთ შემოქმედ იულია ტიმოშენკოს კიევის სასამართლომ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ სავსებით გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების დასკვნა, რომლის თანახმად იულია ტიმოშენკომ ძალაუფლების გადამეტებით გააფორმა რუსეთთან 2009 წლის ხელშეკრულება ბუნებრივ აირზე, რითაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
კიევის პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ როდიონ კირეევმა სავსებით გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები ტიმოშენკოს საქმეზე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამნაშავედ ცნო, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო კომპანია „ნავთობგაზისათვის“ მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალის გამო. პროკურატურამ ზარალის ზომა 1.5 მილიარდ გრივნად (დაახლოებით 190 მილიონ დოლარად) შეაფასა.
„სასამართლომ იულია ვოლოდიმიროვნა ტიმოშენკო დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის 365-ე მუხლის მე-3 პუნქტით - მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოართვა უფლება ეკავოს პოსტი სამთავრობო სტრუქტურებში და სამი წლის განმავლობაში ეწეოდეს ორგანიზაციულ, მმართველობით, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საქმიანობას.“
ბრალდება ემყარება საგაზო ხელშეკრულებას, რომელიც იულია ტიმოშენკოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის 2009 წლის იანვარში 10 წლის ვადით გაფორმდა. ვიდრე მოსამართლე კირეევი ვერდიქტის გამოსატანად გავიდოდა, სასამართლო შენობის წინ მცირე შეხლა-შემოხლა გაიმართა იულია ტიმოშენკოს მომხრეებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შორის, რომლებიც მრავლად იყვნენ მობილიზებულნი კიევის ცენტრში. რამდენიმე დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა, ხოლო თავად იულია ტიმოშენკომ სასამართლოზე გამოცხადებული შესვენების დროს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები „პოლიტიკურადაა მოტივირებული“:
„არავის არც მსოფლიოში და არც უკრაინაში არ სჯერა წინასწარ გამოცხადებული განაჩენის. ასე რომ, ვერავინ - ვერც იანუკოვიჩი, ვერც მოსამართლე კირეევი - ვერ შეძლებს ჩირქი მოსცხოს ჩემს რეპუტაციას.“
იულია ტიმოშენკომ მოუწოდა სასამართლო დარბაზიდან უკრაინის მოსახლეობას, არ შეშინდნენ და ფეხქვეშ არ გაათელინონ იანუკოვიჩის რეჟიმს თავიანთი ცხოვრება:
„მსურს მივმართო მილიონობით უკრაინელს: გემუდარებით, არ შეგეშინდეთ ამ რეჟიმის. თუ თქვენ შეუშინდებით მას, მაშინ თქვენი ცხოვრებაც ისევე გაითელება ფეხქვეშ, როგორც უკრაინა. ნუ გეშინიათ. თქვენ უნდა დაიცვათ უკრაინა და დაიცვათ თქვენი ცხოვრება უშიშრად და ღირსეულად.“
ვიდრე 11 ოქტომბრის ვერდიქტი გამოცხადდებოდა, აშშ-მა და ევროკავშირმა ასევე გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ უკრაინა ტიმოშენკოს მიმართ შერჩევითი სამართლის პრინციპით ხელმძღვანელობს. უკრაინის საკითხი იყო ასევე უმთავრესი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ლუქსემბურგის 10 ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგში. რადიო თავისუფლებასთან კონფიდენციალურ საუბარში ბრიუსელის წყაროები წინასწარმეტყველებდნენ, რომ თუკი ტიმოშენკოს წინააღმდეგ უსამართლო განაჩენი იქნებოდა გამოტანილი,საფრთხე დაემუქრებოდა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირებული წევრობისა და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების რატიფიკაციას.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა კეთრინ ეშტონმა „ღმა იმედგაცრუება“ გამოხატა კიევის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის გამო და განაცხადა, რომ სასამართლო არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მართლმსაჯულების სტანდარტებს.
ტიმოშენკოს მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორის კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოჩიანჯიჩმა ბრიუსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„მეთოდი, რომლითაც უკრაინის ხელისუფლება უდგება, ჩვეულებრივ, უნივერსალურ ფასეულობებსა და კანონის მოთხოვნებს, განსაკუთრებით კი მსგავს საქმეებს, რისკის ქვეშ აყენებს და მძიმედ აისახება ევროკავშირ-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმების საბოლოო შედეგზე, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგსა და კიდევ უფრო მეტად - თანამშრომლობაზე.“
უკრაინის პარლამენტის წევრმა მიკოლა ტომენკომ, იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ მოახლოებულ არჩევნებს, თუკი მასში მონაწილეობის უფლება არ მიეცემათ იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იური ლუცენკოს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იხდის სასჯელს.
თუმცა, 11 ოქტომბრის სკანდალური განაჩენის მიუხედავად, კიევი შესაძლოა ცდილობდეს საერთაშორისო კრიტიკის შერბილებას. უკრაინის „ვერხოვნა რადაში“ უკვე წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც იმ მუხლის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, რომელიც იულია ტიმოშენკოს წაუყენეს. საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, ტიმოშენკოს შეწყალებას მოუმზადებს საფუძველს.
თუმცა ტიმოშენკოს მომხრეები აცხადებენ, რომ აპირებენ თხოვნით მიმართონ დასავლეთის ქვეყნებს, ისეთივე სანქციები დაუწესონ უკრაინის ხელისუფლებას, როგორიც ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ მოქმედებს. იულია ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ , რომელიც 11 ოქტომბერს გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში აცხადებს, რომ ბრალდება, რის გამოც უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, „საერთაშორისო თვალსაზრისით დანაშაულად არ მიიჩნევა.“
კიევის პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ როდიონ კირეევმა სავსებით გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები ტიმოშენკოს საქმეზე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამნაშავედ ცნო, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო კომპანია „ნავთობგაზისათვის“ მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალის გამო. პროკურატურამ ზარალის ზომა 1.5 მილიარდ გრივნად (დაახლოებით 190 მილიონ დოლარად) შეაფასა.
არავის არც მსოფლიოში და არც უკრაინაში არ სჯერა წინასწარ გამოცხადებული განაჩენის...
„სასამართლომ იულია ვოლოდიმიროვნა ტიმოშენკო დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის 365-ე მუხლის მე-3 პუნქტით - მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოართვა უფლება ეკავოს პოსტი სამთავრობო სტრუქტურებში და სამი წლის განმავლობაში ეწეოდეს ორგანიზაციულ, მმართველობით, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საქმიანობას.“
ბრალდება ემყარება საგაზო ხელშეკრულებას, რომელიც იულია ტიმოშენკოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის 2009 წლის იანვარში 10 წლის ვადით გაფორმდა. ვიდრე მოსამართლე კირეევი ვერდიქტის გამოსატანად გავიდოდა, სასამართლო შენობის წინ მცირე შეხლა-შემოხლა გაიმართა იულია ტიმოშენკოს მომხრეებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შორის, რომლებიც მრავლად იყვნენ მობილიზებულნი კიევის ცენტრში. რამდენიმე დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა, ხოლო თავად იულია ტიმოშენკომ სასამართლოზე გამოცხადებული შესვენების დროს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები „პოლიტიკურადაა მოტივირებული“:
„არავის არც მსოფლიოში და არც უკრაინაში არ სჯერა წინასწარ გამოცხადებული განაჩენის. ასე რომ, ვერავინ - ვერც იანუკოვიჩი, ვერც მოსამართლე კირეევი - ვერ შეძლებს ჩირქი მოსცხოს ჩემს რეპუტაციას.“
იულია ტიმოშენკომ მოუწოდა სასამართლო დარბაზიდან უკრაინის მოსახლეობას, არ შეშინდნენ და ფეხქვეშ არ გაათელინონ იანუკოვიჩის რეჟიმს თავიანთი ცხოვრება:
„მსურს მივმართო მილიონობით უკრაინელს: გემუდარებით, არ შეგეშინდეთ ამ რეჟიმის. თუ თქვენ შეუშინდებით მას, მაშინ თქვენი ცხოვრებაც ისევე გაითელება ფეხქვეშ, როგორც უკრაინა. ნუ გეშინიათ. თქვენ უნდა დაიცვათ უკრაინა და დაიცვათ თქვენი ცხოვრება უშიშრად და ღირსეულად.“
მეთოდი, რომლითაც უკრაინის ხელისუფლება უდგება, ჩვეულებრივ, უნივერსალურ ფასეულობებსა და კანონის მოთხოვნებს, განსაკუთრებით კი მსგავს საქმეებს, რისკის ქვეშ აყენებს და მძიმედ აისახება ევროკავშირ-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე...