ამ წერილის დაწერა აუცილებელი არ იყო, რადგან რაიმე განსაკუთრებული სათქმელი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ბევრ განცხადებას გაავრცელებს და, ალბათ, მალე ახალი თემები გაჩნდება სასაუბროდ. მაგრამ, რადგან ვფიქრობ, რომ მისი პირველი განცხადების შინაარსი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ, რამდენად მისაღები ან მიუღებელია ამ განცხადებაში გამოკვეთილი აქცენტები.
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სამჯერ ყურადღებით წავიკითხე. პირველი წაკითხვისას ნამდვილი შოკი მივიღე. მაგრამ ყოველი მომდევნო წაკითხვისას მასში სულ უფრო მეტ საინტერესო დეტალს ვპოულობდი.
დღეისათვის, მთავარი ეჭვი ერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შემომრჩა.
ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი წინ წამოსწევს, ზოგადად, საზოგადოების და, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების როლს: „პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია... ჩვენ – საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა... უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა (რის განვითარებასაც შემდგომში წლები და ათწლეულები დასჭირდება), რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს და იმის გაფიქრების სურვილიც კი არ გაუჩნდეს, რასაც სააკაშვილის დღევანდელი მთავრობა კადრულობს.“
მეორე მხრივ, განცხადების ორი აქცენტი მიანიშნებს, რომ მისი ავტორი თავადაც ნაკლებად ითვალისწინებს საზოგადოების როლს და ინტერესებს პოლიტიკურ პროცესში.
1. „ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.“
2. „დღეიდან, ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვენ, ვთავაზობ ადგილს მომავალი პოლიტიკური პარტიის შტაბში არანაკლები ანაზღაურებით, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ისინი პრივილეგირებული იქნებიან მომავალ საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროსაც.“
მგონი, განმარტება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ პარლამენტში ერთი პარტიის ან კოალიციის (თანამოაზრეების) აბსოლუტურ უმრავლესობას კარგი არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. პარლამენტი დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილია და საზოგადოების განწყობას ადეკვატურად უნდა ასახავდეს. აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლის დაპირება საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილში შეიძლება „ჭრიდეს“, რომელსაც ურჩევნია, რომ სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება, თვითონ კი ზედმეტად არ დაიმძიმოს თავი განსჯისა და კამათის მოსმენით, მოსმენილის გააზრება-გაანალიზებით და სწორი დასკვნის გამოტანით. ამიტომ, „აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლის“ დაპირება ჩემთვის საზოგადოების როლის გაზრდის ტოლფასი არ არის, უფრო – პირიქით.
რაც შეეხება პრინციპული ჟურნალისტების გადასვლას რომელიმე პარტიის შტაბში სამუშაოდ, ესეც ჟურნალისტის პროფესიის და მისი საზოგადოებრივი მოვალეობების არასწორ გააზრებად მიმაჩნია. ერთადერთი რამ, რასაც უნდა ემსახურებოდეს პროფესიონალი ჟურნალისტი, სიმართლის წარმოჩენა და ასახვაა. ჟურნალისტს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საშუალება, საზოგადოებას ნებისმიერი პარტიის შტაბის წარმატების თუ მარცხის შესახებ უამბოს. ეს არის მისი საქმე და სწორედ ამ საქმის კეთილსინდისიერად კეთებით მოიპოვებს საზოგადოების ნდობას.
აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ საინფორმაციო ცენტრში, რომელიც უნდა იყოს „მაქსიმალურად ობიექტური“ და რომელშიც უნდა „გამოირიცხოს რაიმე სახის მიკერძოება“, ნამდვილად არაფერი ესაქმებათ პარტიის შტაბში მომუშავე ჟურნალისტებს (მით უმეტეს, გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოთ მათ უპირატესობა).
პირველივე დღეს ვთქვი და დღესაც იმ აზრზე ვრჩები, რომ არ მომეწონა განცხადების ავტორის დამოკიდებულება ტელეკომპანიების – „მაესტროს“ და „კავკასიის“ – მიმართ. ეს დამოკიდებულება ამგვარად აღვიქვი: ტელევიზიების მფლობელებისა და ჟურნალისტების გუნდი ერთხელ უკვე გაყიდულია და, სავარაუდოდ, მეორედაც გაიყიდება. პირადად მე, როგორც პიროვნული, ასევე „კოლექტიური“ შეურაცხყოფის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, ნამდვილად არ მიმაჩნია „მაესტრო“ და „კავკასია“ ხელისუფლების მიერ მართულად. უფრო მეტიც, ვიცი, რომ ჩემი კოლეგები ზოგჯერ სასიცოცხლო რისკის ფასად მოიპოვებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან.
* * *
გუშინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა – გამომძიებელმა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა – ასეთი შეკითხვით მიმართა თავის ფეისბუკელ მეგობრებს: „ზოგადად, ტვინის რეცხვა ცალი მხრიდან ჯობია თუ ორი მხრიდან? მართლა მაინტერესებს. :)“
ამ შეკითხვაში ჩანს, როგორ აღიქვა ნინომ (და ცხადია, არა მხოლოდ ნინომ) ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება ჟურნალისტების მიმართ: აქამდე საზოგადოებას ტვინს ერთი მიმართულებით ურეცხავდნენ; ახლა დადგა დრო, ტვინების რეცხვა მეორე მიმართულებითაც დავიწყოთ.
ჩემთვის ეს ნიშნავს პროპაგანდასთან პროპაგანდით ბრძოლას, ესე იგი, ისევ და ისევ, საზოგადოების უპატივცემულობას. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის და ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მთავარი მოკავშირე სიმართლეა, რადგან ტყუილთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან იარაღად სიმართლე მიმაჩნია და არა სხვა ტყუილი.
ამიტომ, ჩემი აზრით, თუკი მედიაში მეტი რესურსი ჩაიდება, ეს რესურსი სიმართლის უფრო ღრმა, უფრო სანდო, უფრო მრავალმხრივ, უფრო ფართომასშტაბიან წარმოჩენას უნდა ემსახურებოდეს და სხვას არაფერს. სრულად ვეთანხმები ვასილ მაღლაფერიძეს, რომ განცხადებაში ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას სწორედ მართალი და პრინციპული მედია სჭირდება.
განცხადება, რაკი მას მთელი საქართველო ინტერესით ელოდა, შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად „პროგრამული“ და უსათუოდ უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დახვეწილი ენობრივად (უკეთ რედაქტირებული). ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა განცხადების ავტორის პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ საზოგადოების ნდობა, მისი ღირსების დაცვა საჭიროდ მიმაჩნია თავიდანვე, პროცესის დასაწყისშივე და არა შემდეგ, ოდესმე, როცა ყველაფერი მოწესრიგდება – როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები აცხადებენ ხოლმე ვიწრო წრეში „გულახდილი“ საუბრებისას. მხოლოდ თავმოყვარე საზოგადოებას შეუძლია, უზრუნველყოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა – ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში.
რამდენად არის მზად ბიძინა ივანიშვილი, რომ უკვე დათრგუნულ საზოგადოებას ახალ ზვავად კი არ დაატყდეს თავზე, არამედ, ცადოს, რომ ღირსების გრძნობა გაუღვიძოს მას და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნოს? ეს არის ჩემი მთავარი ეჭვი და კითხვა.
* * *
ახლა იმის შესახებ ვისაუბრებ, რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში მომეწონა.
1. მომეწონა განცხადების სულისკვეთება, რომელმაც აღარავის დაუტოვა ეჭვი ივანიშვილის შესაძლო ფარულ გარიგებაზე სააკაშვილთან.
2. მომეწონა ზოგადი ვითარების აღწერა, აქცენტები ძალადობასა და ტყუილზე, აგრეთვე, მათი შედეგების შეფასება.
3. ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გაერთიანების და არჩევნების მოგების სურვილიც ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითი განაცხადია.
4. მომეწონა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ საუბრობს საკუთარ ადგილზე ხელისუფლებაში – სურს, გახდეს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე.
5. აქცენტები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, საზოგადოების გაძლიერებაზე, საინვესტიციო გარემოს შეცვლაზე, საჯარო საკონსტიტუციო განხილვებზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლების სისტემაზე, საგარეო ორიენტირებზე, – არა მხოლოდ მისაღებია, ჩემი აზრით, მისასალმებელიც არის.
6. განსაკუთრებით მომეწონა ფრაზა: „პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.“ ამ ფრაზაში არ ჩანს იმაზე მეტი დაპირება, რაც რეალურად შესაძლებელია.
7. ჩემთვის სრულიად დამაჯერებელია ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ სამი წლის განმავლობაში შეასრულოს პარტიის პროგრამა, ხოლო შემდეგ წავიდეს პოლიტიკიდან. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური ძალაუფლება კი არ იზიდავს, არამედ ქვეყნის გარდაქმნის ამბიცია აქვს.
8. მომეწონა, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს რუსეთში არსებული კაპიტალის რეალიზაციას და უარს ამბობს რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ოღონდ, არ მინდა, ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა არ შევაფასო, ან გადავაფასო.
9. მომეწონა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც ნაწილს იმედი ჩაუსახა, რომ ქვეყნის ცხოვრების შეცვლა შესაძლებელია არა ათი ან ოცი წლის შემდეგ, არამედ, 2012 წლიდან და, ფაქტობრივად, დღეიდან.
* * *
პიროვნება, რომელიც გულწრფელად დაუპირისპირდებოდა მიხეილ სააკაშვილს და ქვეყნის მმართველ – მეტად ენერგიულ, ქმედუნარიან – გუნდს, ორგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო.
1. „მძიმე ხელის“ პატრონი; მკაცრი; „ძალის პოზიციიდან“ მოლაპარაკე; საკუთარ თავში დარწმუნებული და, ძირითადად, საკუთარი თავის მოიმედე.
2. ჭეშმარიტი დემოკრატი; დიალოგის და ახსნა-განმარტებების პატივისმცემელი; ჰორიზონტალური ურთიერთობების და გუნდური თამაშის მომხრე.
ბიძინა ივანიშვილი, თავისი განცხადებიდან გამომდინარე, პირველი ყაიდის ლიდერია. ზოგს ეს მოეწონება, ზოგს – არა. პირადად ჩემს გემოვნებას მეორე ყაიდის ლიდერი გაცილებით მეტად შეესაბამება. თუმცა, „მომწონებლებმაც“ და „დამწუნებლებმაც“ უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად მძიმე ამოცანის წინაშე დადგება ნებისმიერი ლიდერი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდება და დაარწმუნებს, რომ მშვიდობიანი ბრძოლით მიხეილ სააკაშვილის დამარცხება შესაძლებელია. მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რა ძალისხმევას მოითხოვს ამ დაპირების შესრულება.