ეგვიპტეში არეულობის შემდეგ ათობით ადამიანი დააკავეს

ეგვიპტეში დააკავეს ათამდე ადამიანი, რომლებსაც ხელისუფლება ”არეულობების მომწყობებს” უწოდებს. კვირას, სისხლიანი შეტაკებების შედეგად, რომლებიც ქრისტიან კოპტებს, მუსლიმებსა და სამხედრო ქვედანაყოფებს შორის მოხდა, დაიღუპა 24 ადამიანი და 200-ზე მეტი დაშავდა. არეულობები დაიწყო მას შემდეგ, რაც კოპტების მშვიდობიან დემონსტრაციას თავს დაესხნენ უცნობი შეიარაღებული პირები. შეტაკებაში სამხედროებიც აერივნენ.