ცხოველთა დაცვის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 4 ოქტომბერს აღინიშნება, თუმცა ცხოველთა დამცველმა ქართველმა აქტივისტებმა წელს ეს დღე კვირას, 2 ოქტომბერს, თბილისში - დედაენის ბაღში - აღნიშნეს. ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრებს სურთ, რომ მათი აქციები რაც შეიძლება ხალხმრავალი გახდეს.
თავდაპირველად შეიძლებოდა გეფიქრათ,რომ დედაენის ბაღში რაღაც საბავშვო ღონისძიება იმართებოდა. ბავშვები ასფალტზე ხატავდნენ, ბურთაობდნენ, ველოსიპედებით დაქროდნენ და, რაც მთავარია, ძაღლებს ეთამაშებოდნენ. დედაენის ბაღი სავსე იყო ბავშვებით და ძაღლებით... უფრო მეტად - ბავშვთა სახლების აღსაზრდელებით. ისინი აქ საპნის ბუშტებით მოვიდნენ, რათა სიმბოლურად სული შთაებერათ ახალი და კეთილშობილი საქმისთვის - უპატრონო ცხოველების დაცვისათვის. ასე,თამაშ-თამაშსა და მხიარულებაში მოეწერა ხელი პეტიციას ქალაქის მერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ქუჩის ცხოველების სტერილიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად, შეგროვდა თანხა საკვებისთვის, თბილი ქვეშსაგებებისთვის, ანტიპარაზიტული საშუალებებისთვის... თუკი მაწანწალა ცხოველებს ვერ ვუვლით, ნუ დავხოცავთ მაინც და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ცივილიზებულ ქვეყნებში - ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და, იმავდროულად, ხიფათი, რომელიც მათგან მოდის, თავიდან ავიცილოთ.
თუმცა აქციის მიზანი მხოლოდ მაწანწალა ცხოველების გადარჩენის მოთხოვნა არ იყო - აკი ვთქვი, აქციაზე ბავშვების სიმრავლე იგრძნობოდა-მეთქი. იშვიათია ბავშვი, ცხოველი რომ არ უყვარდეს - ეს მერე იწყება ხოლმე შიში, ზიზღი... ეს უფროსებმა იციან ხოლმე თქმა, ”ადამიანი არაა დაცული ამ ქვეყანაში და ცხოველის დაცვა რა მეტიჩრობააო”. ძნელია ამ ხალხს აუხსნა, რომ ადამიანს ასე თუ ისე შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი, სოლიდარობა და დაცვა კი, პირველ რიგში, სუსტსა და დაუცველს სჭირდება. უფროსებს უჭირთ ხოლმე ამის გაგება, ბავშვებს - არასდროს. ამას ამტკიცებს ჩვენთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცხოველთა დამცველი თინა ჭავჭანიძე:
”მე ვთვლი, რომ ცვლილება უნდა მოდიოდეს ბავშვებიდან. ზრდასრული ადამიანი მაინც ჩამოყალიბებულია და თუ ბავშვს ჩაუდებ თავიდანვე სიყვარულს, თანაგრძნობას ყველანაირი დაჩაგრულის მიმართ, გაცილებით უკეთესია. ამიტომ ძირითადი აქცენტი გვქონდა ბავშვებზე - დავურიგეთ მაისურები, სამაჯურები, ვახატვინებთ.. ის მაინც დარჩებათ, რომ ცხოველებს ყურადღება უნდა მიექცეს და რომ ცხოველს ისეთივე სიცოცხლის უფლება აქვს, როგორც სხვას.“
ცხოველთა დაცვის დღე უკავშირდება წმინდა ფრანჩესკო ასიზელს, რომელიც ცხოველების და ფრინველების მფარველად ითვლებოდა. წმინდა ფრანჩესკოს გარდაცვალების დღე, 1226 წლის 4 ოქტომბერი, დიდი ხანია აღინიშნება, როგორც ცხოველების დაცვის დღე - ფრანჩესკოს ხომ მიაწერენ ეკოლოგიური ეთიკის განვითარებას, იმ მეცნიერებისა, რომელიც ხალხს ცხოველების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას ასწავლის.
ცხოველთა დამცველების განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში ცხოველების გასანადგურებლად მილიონობით ლარია გათვალისწინებული, რაც, წესით, მათ მოვლას, კონტროლზე აყვანასა და სტერილიზაციას უნდა ხმარდებოდეს. თუკი საზოგადოება არ გამოხატავს პროტესტს ბარბაროსობის მიმართ, რაც ჩვეულებრივი ამბავი გახდა ცხოველთა დამოკიდებულებაში, საქართველოს მუდმივად ექნება პრობლემები ცივილიზებულ სამყაროში - იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ განმტკიცდება სტერეოტიპი, თითქოს ქართველების უმრავლესობას არ უყვარდეს ცხოველები.. სწორედ საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრა ჩვენთან თინა ჭავჭანიძემ:
”დღეს ლაპარაკია ყველანაირ ცხოველზე, რომელიც არსებობს დედამიწაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ცხოველებს ისეთივე უფლება აქვთ ჩვენს გვერდით იცხოვრონ, როგორც ჩვენ. არსებობს მაწანწალა ცხოველთა დღეც... ჩვენს ქვეყანაში ყველა ცხოველს პრობლემა აქვს, რადგან კანონმდებლობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან ცოტაა ის საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც მიერთებულები ვართ. რაც მთავარია, ის კონვენციები, რომლებსაც მივუერთდით, აღმოჩნდა, რომ უგულებელყოფილია და შეიძლება დაირღვეს.”
თავდაპირველად შეიძლებოდა გეფიქრათ,რომ დედაენის ბაღში რაღაც საბავშვო ღონისძიება იმართებოდა. ბავშვები ასფალტზე ხატავდნენ, ბურთაობდნენ, ველოსიპედებით დაქროდნენ და, რაც მთავარია, ძაღლებს ეთამაშებოდნენ. დედაენის ბაღი სავსე იყო ბავშვებით და ძაღლებით... უფრო მეტად - ბავშვთა სახლების აღსაზრდელებით. ისინი აქ საპნის ბუშტებით მოვიდნენ, რათა სიმბოლურად სული შთაებერათ ახალი და კეთილშობილი საქმისთვის - უპატრონო ცხოველების დაცვისათვის. ასე,თამაშ-თამაშსა და მხიარულებაში მოეწერა ხელი პეტიციას ქალაქის მერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ქუჩის ცხოველების სტერილიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად, შეგროვდა თანხა საკვებისთვის, თბილი ქვეშსაგებებისთვის, ანტიპარაზიტული საშუალებებისთვის... თუკი მაწანწალა ცხოველებს ვერ ვუვლით, ნუ დავხოცავთ მაინც და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ცივილიზებულ ქვეყნებში - ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და, იმავდროულად, ხიფათი, რომელიც მათგან მოდის, თავიდან ავიცილოთ.
მე ვთვლი, რომ ცვლილება უნდა მოდიოდეს ბავშვებიდან. ზრდასრული ადამიანი მაინც ჩამოყალიბებულია და თუ ბავშვს ჩაუდებ თავიდანვე სიყვარულს, თანაგრძნობას ყველანაირი დაჩაგრულის მიმართ...
თუმცა აქციის მიზანი მხოლოდ მაწანწალა ცხოველების გადარჩენის მოთხოვნა არ იყო - აკი ვთქვი, აქციაზე ბავშვების სიმრავლე იგრძნობოდა-მეთქი. იშვიათია ბავშვი, ცხოველი რომ არ უყვარდეს - ეს მერე იწყება ხოლმე შიში, ზიზღი... ეს უფროსებმა იციან ხოლმე თქმა, ”ადამიანი არაა დაცული ამ ქვეყანაში და ცხოველის დაცვა რა მეტიჩრობააო”. ძნელია ამ ხალხს აუხსნა, რომ ადამიანს ასე თუ ისე შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი, სოლიდარობა და დაცვა კი, პირველ რიგში, სუსტსა და დაუცველს სჭირდება. უფროსებს უჭირთ ხოლმე ამის გაგება, ბავშვებს - არასდროს. ამას ამტკიცებს ჩვენთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცხოველთა დამცველი თინა ჭავჭანიძე:
”მე ვთვლი, რომ ცვლილება უნდა მოდიოდეს ბავშვებიდან. ზრდასრული ადამიანი მაინც ჩამოყალიბებულია და თუ ბავშვს ჩაუდებ თავიდანვე სიყვარულს, თანაგრძნობას ყველანაირი დაჩაგრულის მიმართ, გაცილებით უკეთესია. ამიტომ ძირითადი აქცენტი გვქონდა ბავშვებზე - დავურიგეთ მაისურები, სამაჯურები, ვახატვინებთ.. ის მაინც დარჩებათ, რომ ცხოველებს ყურადღება უნდა მიექცეს და რომ ცხოველს ისეთივე სიცოცხლის უფლება აქვს, როგორც სხვას.“
დღეს ლაპარაკია ყველანაირ ცხოველზე, რომელიც არსებობს დედამიწაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ცხოველებს ისეთივე უფლება აქვთ ჩვენს გვერდით იცხოვრონ, როგორც ჩვენ...