ინდონეზიაში ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, 18 ადამიანი შეეწირა

ინდონეზიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ავარია განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც 18 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების ცნობით, მაშველებმა მიაშურეს ჩრდილოეთ სუმატრის სოფელ ბაჰოროკს, საიდანაც გავრცელდა თვითმფრინავის ბოლო სიგნალი. საქმე ეხება ესპანური წარმოების "კაზა C-212" ტიპის თვითმფრინავს.