დღეს უკლებლივ ყველა გაზეთის პირველ გვერდზე აკაკი ბობოხიძისა და პეტრე მამრაძის სახელებს შეხვდებოდით. ”ცემა-ტყეპა პარლამენტში” - ასეთია ”ახალი თაობის” მოწინავე გვერდის სათაური. სხვა გაზეთები კი სათაურებშივე გამოხატავენ დამოკიდებულებას პარლამენტში გუშინ მომხდარი ჩხუბის მიმართ. ”სადეპუტატო ხულიგნობა და მისი გამპრავებლები” - ასეთია ”რეზონანსის” სათაური. ”ვერსია” კი პირველ გვერდზე დიდი ასოებით ”ყოჩაღ, კაკოო”, - წერს. ეს გახლავთ მოსაზრება მთავარი რედაქტორისა, რომელიც თავის სვეტში წერს, ”კაკო ბობოხიძემ ერთი მუშტით გააკეთა ყველაზე სამართლიანი და ობიექტური განცხადება სწორედ სამართლიანი საქართველოსათვისო”.
გაზეთები წერენ ფორუმის მიერ ჩატარებული ქართველთა მარშის შესახებაც. ”რეზონანსი” ამ აქციას ”მინი-მარშად” მოიხსენიებს და წერს, იქ მისულები უკმაყოფილონი იყვნენ ხალხის სიმცირის გამოო. ”ახალი თაობა” წერს, ეროვნულმა ფორუმმა ტესტი ჩააბარაო, ”ვერსია” კი წერს, "ქართველი ერი "ჩაიჭრა"! უფრო ზუსტად ეროვნული ფორუმის ტესტი ვერ გაიარაო”. გაზეთი განაგრძობს: „ერიცა და პარტიაც "ჩაჭრილები" მხოლოდ იმიტომ არიან, რომ "ტესტირების" საზომი ე.წ. ქართველთა მარშზე გამოსული ხალხის რაოდენობა იყო. ამ რიცხვმა კი პიკს ხუთის ნახევარზე მიაღწია, როცა რესპუბლიკის მოედანზე 3000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ფორუმის ლიდერებიც გამოჩნდნენ და ეს ხალხი მარშში ჩააბესო".
ქართველების პასიურობაზე ლაპარაკობს ”ყველა სიახლისათვის” მიცემულ ინტერვიუში რამაზ საყვარელიძეც. ის ამბობს: "ძნელი სათქმელია, ამ ხალხს რა და როდის გამოაღვიძებს. თუ საპროტესტოდ განწყობილი ხალხისთვის სულერთი გახდება ყველაფერი, შეიძლება მოხდეს ის, რაც ხდება არაბულ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკურ ძალებს მნიშვნელობა აღარ აქვთ, ან შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა მოახერხოს და დაარწმუნოს ელექტორატი თავის ეფექტიან მოქმედებაში, რაც ძალიან ძნელი იქნება, ან შეიძლება გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, შესაძლოა, ‘ნაცმოძრაობიდანაცო’.“