ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური დახმარებით მეორე წელია ახორციელებს პროექტს ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა” – www.opendata.ge, 2011 წლის აპრილ-აგვისტოში 154 საჯარო დაწესებულებას სხვადასხვა შეკითხვის შემცველი 2740 ოფიციალური წერილი გაუგზავნა. აქედან პასუხგაუცემელი დარჩა 641. უწყებების ნაწილი კი ინსტიტუტის მოთხოვნას მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა. 2011 წლის სტატისტიკა და ძირითადი ტენდენციები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ანგარიშის სახით წარმოადგინა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში, როგორც მისი ავტორები ამბობენ, კარგი ამბავი ის არის, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა მათ მიერ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნებს სრულყოფილად სცემს პასუხს. სამწუხარო ამბავი კი ისაა, რომ ჯერ კიდევ რჩება არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ინფორმაციას ან საერთოდ არ გასცემს, ან უარის წერილით პასუხობს, ანდა რასაც გასცემს, იმდენად არასრულყოფილია, რომ მას ვერავინ ვერაფერში გამოიყენებს.
”2011 წლის აპრილიდან აგვისტომდე 2700-ზე მეტი მოთხოვნა გავაგზავნეთ 154 საჯარო დაწესებულებაში – ცხადია, საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით. 1600 დადებითი პასუხი მივიღეთ, 92 შემთხვევაში უარით გვიპასუხეს, 600-ზე მეტი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი” – კიდევ 17-მა საჯარო დაწესებულებამ საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რამე მაინც ეპასუხა ოფიციალურ წერილებზე, აცხადებს პროექტის საჯარო მონაცემთა ბაზის ხელმძღვანელი, ლევან ავალიშვილი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პასუხები , როგორც წესი, ზოგად, ასე ვთქვთ, ნაკლებად მტკივნეულ შეკითხვებზე ბრუნდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, სწორედ ამით ხსნის იმ საჯარო უწყებების აქტიურობას, რომლებმაც მათ მიერ გაგზავნილ წერილებზე პასუხების გაცემა არ დაიზარა:
”ეს იყო იმდენად ადვილად პასუხგასაცემი კითხვები, რომ, ალბათ, მათი დადებითი პასუხებიც ამან გამოიწვია, არ ვითხოვდით ისეთ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც არ მოინდომებდნენ, უმტკივნეულო თემებს ვეხებოდით”...
რადიო თავისუფლება: საინტერესოა, მტკივნეულ თემად რა ითვლება სახელმწიფო სტრუქტურებისათვის? რა ტიპის საჯარო ინფორმაციის გაცემა უჭირთ ყველაზე მეტად თქვენი დაკვირვებით?
”აი, მაგალითად, პრემიების და ხელფასების თემა, ძირითადად, ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ, ხან კანონის მოშველიებით და ხან რა გზით. შემდეგ ეტაპზე ჩვენ ზოგადი კითხვებიდან უფრო კონკრეტულ შეკითხვებზე გადავალთ და სწორედ ასეთ ინფორმაციას გამოვითხოვთ”.
ე.წ. მტკივნეულ შეკითხვებში მხოლოდ ფინანსებთან დაკავშირებული კითხვები არ შედის. მაგალითად, ლევან ავალიშვილი იხსენებს, რომ ისინი დაინტერესდნენ იმით, თუ ვინ აშენებს პარლამენტის შენობას, რაზეც როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ასევე პარლამენტისგან მიიღეს პასუხი, რომ მათ არ იციან, ვინ აშენებს პარლამენტის ახალ შენობას. საინტერესოა, როგორ შეიცვალა რეიტინგი სახელმწიფო უწყებებს შორის, მათი ღიაობის თვალსაზრისით. ლევან ავალიშვილი, ბოლო მონაცემებით, ყველაზე გახსნილ საჯარო უწყებად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასახელებს, ყველაზე დახურულ უწყებებად რჩებიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, ლტოლვილთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო. არასრულყოფილად საჯარო ინფორმაციას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნერივი რესურსების სამინისტრო და უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი პრობლემები მაინც ჟურნალისტებს ექმნებათ. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტს, ნანა ბიგანიშვილს, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიებების მოსამზადებლად, როგორც წესი, ერთი თვე აქვს ხოლმე გამოყოფილი და სჭირდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სახელმწიფო დაწესებულებებთან ამ ინფორმაციის მისაღებად მუდმივი ბრძოლა უწევს და ხშირად ეს ბრძოლა თვეზე გაცილებით დიდხანს გრძელდება:
”თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ 80-ის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციას ვეღარ ვიღებთ არც სამ დღეში, არც ათ დღეში და ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამუდმებით გვიწევს ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა ან სასამართლოში წასვლა. პირადად მე ახლაც კი საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი მაქვს შეტანილი თბილისის მერიის წინააღმდეგ, რადგან ვერ მივიღე საჯარო ინფორმაცია ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხის დახარჯვის შესახებ”...
ლევან ავალიშვილი ერთ საინტერესო ტენდენციაზეც მიანიშნებს – როგორც ირკვევა, ბოლო დროს www.opendata.ge-ზე გამოქვეყნეული ინფორმაციის მიმართ გაიზარდა არა მხოლოდ მედიის, არამედ მოქალაქეთა ინტერესიც: მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო თხოვნა იყო, ინსტიტუტს გაერკვია, რამდენს ხარჯავენ ოფიციალური პირები ფეისბუკზე განთავსებულ რეკლამაზე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე საჯარო დაწესებულებას შეკითვა უკვე გაუგზავნა. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, საჯარო მოხელეების წლიურ შემოსავლებს უკავშირდება. www.opendata.ge-მ რეიტინგები უკვე გამოაქვეყნა – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
”ამ რეიტინგებიდან ირკვევა, რომ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, საჯარო მოხელეებიდან პირველ ადგილზეა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი, შემდეგ ფინანსთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი და ა. შ”...
მალე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილები გაიგზავნება რეგიონებშიც, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში. ამ ეტაპზე, საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი თავდაცვის სამინისტროს უჩივის, რომელმაც არც შარშან და არც წელს მათ წერილებზე არ უპასუხა. სწორედ სასამართლოში შესული სარჩელისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაწერის შემდეგ მოჰყვა გამოხმაურება ინსტიტუტის ოფიციალურ წერილებს განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

აი, მაგალითად, პრემიების და ხელფასების თემა, ძირითადად, ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ, ხან კანონის მოშველიებით და ხან რა გზით...
”2011 წლის აპრილიდან აგვისტომდე 2700-ზე მეტი მოთხოვნა გავაგზავნეთ 154 საჯარო დაწესებულებაში – ცხადია, საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით. 1600 დადებითი პასუხი მივიღეთ, 92 შემთხვევაში უარით გვიპასუხეს, 600-ზე მეტი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი” – კიდევ 17-მა საჯარო დაწესებულებამ საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რამე მაინც ეპასუხა ოფიციალურ წერილებზე, აცხადებს პროექტის საჯარო მონაცემთა ბაზის ხელმძღვანელი, ლევან ავალიშვილი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პასუხები , როგორც წესი, ზოგად, ასე ვთქვთ, ნაკლებად მტკივნეულ შეკითხვებზე ბრუნდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, სწორედ ამით ხსნის იმ საჯარო უწყებების აქტიურობას, რომლებმაც მათ მიერ გაგზავნილ წერილებზე პასუხების გაცემა არ დაიზარა:
”ეს იყო იმდენად ადვილად პასუხგასაცემი კითხვები, რომ, ალბათ, მათი დადებითი პასუხებიც ამან გამოიწვია, არ ვითხოვდით ისეთ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც არ მოინდომებდნენ, უმტკივნეულო თემებს ვეხებოდით”...
რადიო თავისუფლება: საინტერესოა, მტკივნეულ თემად რა ითვლება სახელმწიფო სტრუქტურებისათვის? რა ტიპის საჯარო ინფორმაციის გაცემა უჭირთ ყველაზე მეტად თქვენი დაკვირვებით?
”აი, მაგალითად, პრემიების და ხელფასების თემა, ძირითადად, ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ, ხან კანონის მოშველიებით და ხან რა გზით. შემდეგ ეტაპზე ჩვენ ზოგადი კითხვებიდან უფრო კონკრეტულ შეკითხვებზე გადავალთ და სწორედ ასეთ ინფორმაციას გამოვითხოვთ”.
გამუდმებით გვიწევს ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა ან სასამართლოში წასვლა. პირადად მე ახლაც კი საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი მაქვს შეტანილი...