რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზურაბ ჯაფარიძე. მან ილაპარაკა ცვლილებებზე კანონში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ ბირჟებზე პრივატიზება. მან თქვა, რომ საქმე ეხება ქონების სახელმწიფოს ხელიდან კერძო მფლობელობაში გადასვლას, ამ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი კერძო კომპანიის ხელში უნდა აღმოჩნდეს. მისივე თქმით, არ არსებობს რაციონალური საფუძველი იმისა, რომ საწარმოების კერძო მფლობელობაში გადასვლა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
საუბარი ზურაბ ჯაფარიძესთან
Your browser doesn’t support HTML5