„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მოუგო.
იურისტებმა სუბელიანის უწყებას ზარდიაანთკარელი დევნილებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უჩივლეს. უსტატუსო დევნილები მესამე წელია გორის საბავშვო ბაღებში არიან ჩასახლებულები და სოფელში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ზარდიაანთკარი გორის რაიონის სოფელია, საქართველოს ხელისუფლება მას ოკუპირებულად არ მიიჩნევს, მაგრამ ვერც აკონტროლებს. იქაურები უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სოფლის შესასვლელში ქართული პოლიციის საგუშაგოა, გასასვლელში კი რუსი მესაზღვრეები დგანან. ორ საგუშაგოს შორის მოქცეული სოფელი ამჟამად ცარიელია, იქიდან წამოსული დევნილები კი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.
ახალგაზრდა იურისტებმა მიიჩნიეს, რომ საცხოვრებელდაკარგული ადამიანები დევნილები არიან და მათ სახელმწიფომ სტატუსი უნდა მიანიჭოს. ეს არგუმენტი საქალაქო სასამართლომ გაიზიარა, მაგრამ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელს ქეთი ბებიაშვილს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.
იურისტები კიდევ ერთ სარჩელს ამზადებენ. ტრისტან მამაგულაშვილის საქმე ზარდიაანთკარელების საქმის მსგავსია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამაგულაშვილები ამჟამად დვანში - ერთ ნათხოვარ საქონლის სადგომში - ცხოვრობენ. სადგომში არც წყალია და არც დენი, ბოსლის ერთი კედელი კი განგრეულია. ტრისტანს და მის მეუღლეს, ირინას, შვილები ნათესავებში ჰყავთ გახიზნული, თვითონ კი სოფელს ვერ ტოვებენ. აგვისტოს ომის შემდეგ მათი სახლი სოფლის განაპირას უკონტროლო ტერიტორიაზე მოხვდა. მას შემდეგ ოჯახი სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ინტერვიუს შემდეგ ტრისტანმა მთხოვა მისი სახლი მენახა. დაახლოებით ასი მეტრი გავიარეთ და გაძარცული სახლი დავინახეთ. ეს სახლი დვანსა და ოსურ სოფელ ტილიანას შორის მდებარეობს. მიმდებარე მთებზე მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა მალე შეგვამჩნიეს და ჩვენკენ წამოვიდნენ. იქ გაჩერება შეუძლებელი იყო და უკან, სოფლისკენ გამოვბრუნდით. იმ სახლში უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო ცხოვრება შეუძლებელია. თუ ოჯახმა რისკი გასწია და დაბრუნდა, მათ აუცილებლად ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავებენ.
მამაგულაშვილები სამი წელია სტატუსს ითხოვენ, რომ საცხოვრებელი პირობები ოდნავ გაიუმჯობესონ, მაგრამ მათი არავინ შეისმინა. ახლა უსტატუსო დევნილებს ახალგაზრდა იურისტებისა და სასამართლოს სამართლიანობის იმედიღა დარჩათ.