აგვისტოს თვეში გვალვამ და ბოლო პერიოდში გადაუღებელმა წვიმებმა მოსავალი დააზარალა, თუმცა შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი მდგომარეობაა, – ამბობენ მესხი გლეხები. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთავარი პრობლემა კარგი სათესლე პროდუქცია და სასოფლო ტექნიკის სიძვირეა.
რეგიონის წამყვანი დარგი მაინც მეკარტოფილეობაა და ამ მხრივ ცუდ მოსავალს არ უნდა ველოდეთ, მიაჩნიათ ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურში. ამინდის თვალსაზრისით, წელიწადმა განსაკუთრებული მოვლენის გარეშე ჩაიარა. ვეგეტაციის პერიოდი დასრულებულია და ცუდი ამინდები წლევანდელ მოსავალს მნიშვნელოვან ზარალს ვეღარ მიაყენებს, – განმარტავს სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.
მოსახლეობისგან განსხვავებით, უხვ მოსავალს ელოდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, უკეთესი მდგომარეობაა როგორც ადგილობრივი ჯიშების, ასევე ჰიბრიდული სიმინდის მხრივ.
მოსავლის აღება სამცხე-ჯავახეთში ჯერ მხოლოდ დაბალი ზონის სოფლებში დაიწყო, მაღალმთიან ზონაში კი წლის ნამუშევარს გლეხები ოქტომბრის თვიდან აიღებენ.