პროპალესტინელმა აქტივისტებმა ლონდონში ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი ჩაშალეს. ისინი ხმაურობდნენ, დარბაზიდან მათი შეძახილები გაისმოდა. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა აქტივისტები დარბაზიდან გაიყვანეს. არეულობის გამო შეწყდა კონცერტის რადიოტრანსლაცია ”ბი-ბი-სის” ეთერში. კონცერტის პარალელურად ქუჩაში ორი - ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. ”პალესტინელთა სოლიდარობის კამპანიის” აქტივისტები ლონდონის მოსახლეობას მოუწოდებდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ კონცერტისათვის.