სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კიირმა დაითხოვა დროებითი მთავრობა, რომელიც მართავდა ქვეყანას 9 ივლისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ახალი კაბინეტი დანიშნა. როგორც როიტერსი იტყობინება, ამიერიდან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ძირითადად შეესაბამება ეთნიკურ და რელიგიურ მრავალგვარობას.