ნიგერიის დედაქალაქში ტერაქტში 18 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა. შენობის ნაწილი დაინგრა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ალ ყაიდის ჩრდილოაფრიკულმა განყოფილებამ, „ბოკო-ჰარამმა“.