26 აგვისტოს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძე. სასაუბრო თემა კი არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები იყო: ”არაბულ სამყაროში რევოლუცია დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა. ჩვენ გვგონია, რომ არაბული სამყარო უცვლელია, რომ ახლო აღმოსავლეთი არის სტაბილური ჩამორჩენილობის ცენტრი, თუმცა, ეს ასე არ არის. ის ვითარდება... ერთი რამ ცხადია, ჩვენ მივიღებთ სხვანაირ არაბულ სამყაროს, თუ როგორი იქნება ის, ამაზე მომავალში ვისაუბროთ”, - ამბობს რევაზ გაჩეჩილაძე.