ყოველკვირეულ რუბრიკაში დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ აისახა კვირის უმთავრესი მოვლენა - რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორის თანამდებობიდან რობერტ სტურუას განთავისუფლება - ჩვენს პროგრამებსა და პუბლიკაციებში და, შესაბამისად, თქვენს გამოხმაურებებში. შევეხებით კიდევ ერთ თეატრალურ-"პოლიტიკურ" მოვლენას - "ქეთო და კოტეს" ბათუმურ პრემიერას და ზოგიერთ სხვა საკითხს.