საქართველოში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურიდან დასავლეთით 13 კილომეტრში მდებარეობდა. სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.