დღეს თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, 23 წლის პატიმრის, იოსებ წიკლაურის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 23 წლის ტუბერკულოზით დაავადებული წიკლაურის მამა ექსპერტიზის ბიუროს გულგრილობაში ადანაშაულებს. ზურაბ წიკლაურის თქმით, უკვე 2 თვეა იგი უშედეგოდ ელის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც მას შეეძლო სასამართლოსთვის შვილისთვის სასჯელის გადავადების თხოვნით მიემართა. რა გახდა ავადმყოფი პატიმრის დამძიმებისა და ექსპერტიზის პასუხის დაგვიანების მიზეზი?
23 წლის პატიმრის მამა, ზურაბ წიკლაური, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობასთან შვილის ფოტოსურათებით და პლაკატებით მივიდა, რომელზეც ხელით ეწერა: ”გთხოვთ , ნუ მომიკლავთ შვილს”. ზურაბ წიკლაურის თქმით, იგი უკვე 2 თვეა ელის ექსპერტიზის დასკვნას, მისი შვილისთვის კი ყოველი წუთი ძვირფასია:
”მოვითხოვ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის დაუყოვნებლივ გადმოცემას, რაც მაძლევს იმის საშუალებას, მივმართო სასამართლოს ჩემი შვილისთვის სასჯელის გადავადების თხოვნით, რომ ჩემი სახსრებით ვუმკურნალო ჩემს შვილს. დღესდღეობით იგი უკიდურეს მდგომარეობაშია: ტუბერკულოზით არის დაავადებული და აქვს სეფსისი.”
წიკლაურის მამა ექსპერტიზისგან ორ დასკვნას ელის: რა სიმძიმისაა მისი შვილის დაავადება და შეიძლება თუ არა ამ ფორმის დაავადებით საპატიმროში მკურნალობა. იოსებ წიკლაური ხულიგნობისა და იარაღის შენახვა-ტარებისთვის 2 წლის წინ გასამართლდა და მას 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 2 თვეა იგი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მკურნალობს. ადვოკატ ჯუმბერ მილორავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს გადაადგილება არ შეუძლია, იგი საწოლზე ბორკილებითაა მიბმული. ადვოკატი იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ პატიმრობამდე იოსებ წიკლაური ჯანმრთელი იყო:
”ჯანმრთელი ადამიანი შევიდა ციხეში და დაავადდა იქ. ჩვენ მოვითხოვთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელზეც ხელშეკრულებაც არის გაფორმებული, თანხაც გადახდილია, საპროცესო ვადებიც გასულია. მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვთ, დაგვიჭიროს მხარი, რადგან 23 წლის ბიჭის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხეშია.”
პატიმრის ოჯახის მოწოდებას გამოეხმაურა პარლამენტში ახლად შექმნილი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის”, რომლის
თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა, პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა, მოგვიანებით კი, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის წინ აქციას შეუერთდა. გია ცაგარეიშვილმა ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა - იმ ფოზე, რომ ოჯახს ამ ექსპერტიზის ჩატარებისთვის უკვე გადახდილი აქვს 350 ლარი.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაინაცვლეს, სადაც პასუხად მიიღეს, რომ წიკლაურის მდგომარეობის ექსპერტიზის პასუხი მზად არის, მაგრამ ბიუროს ხელმძღვანელის ხელმოწერას საჭიროებს.
როდის მოაწერს ხელს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი დასკვნას?-ამაზე პასუხი აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს.
დეპუტატებმა ცაგარეიშვილმა და ლორთქიფანიძემ შექმნილ ვითარებაში იუსტიციის მინისტრიც დაადანაშაულეს:
”პირდაპირ ამ დასკვნის განხორციელებაზე ზემოქმედებს იუსტიციის სამინისტრო. მინისტრ ადეიშვილის პირადი ნებართვის გარეშე გამორიცხულია, რომ სამხარაულის სახელობის ეროვნულმა ბიურომ გასცეს დასკვნა, რომ პატიმარი არის უმძიმესი ავადმყოფი.”
გია ცაგარეიშვილის თქმით, პენიტენციარულ სისტემაში უმძიმეს ვითარებას ასახავს სახალხო დამცველის ანგარიშიც. 2010 წელთან შედარებით, პატიმართა დაავადების, ისევე როგორც ავადმყოფობით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ტენდენციას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც ადასტურებს:
”პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირველ კვარტალში აჭარბებს შარშანდელს. თქვენ ახლა ეხებით კონკრეტულ ფაქტს სასჯელის გადავადების თაობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ გადავადებათა პროცენტმა იმატა გარკვეულ წილად. თუმცა ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალიან მძიმეა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ხდება შუამდგომლობის დაყენება სასამართლოს წინაშე, ან, თუ დადგა შუამდგომლობა, მისი დაკმაყოფილების ალბათობა საკმაოდ დაბალია და ესეც ერთ-ერთი პრობლემაა.”
სახალხო დამცველის თქმით,მიუხედავად რეფორმების და ციხეებში ტუბერკულოზთან ბრძოლის გააქტიურებისა, პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის პრობლემა სერიოზულ პრობლემად რჩება.
იოსებ წიკლაურის ოჯახი და უფლებადამცველების ნაწილი პატიმრის უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციის გამართვას სახალხო დამცველის ოფისთანაც გეგმავენ.

გთხოვთ , ნუ მომიკლავთ შვილს