დღემდე საქართველოში ყველას საშინელი სიცხადით ახსოვს, რა ხდებოდა ბორჯომის ხეობაში 2008 წლის აგვისტოში. ხანძარი 20 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა და დაახლოებით 1100 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ. ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარება რამდენიმე კომისიამ შეისწავლა. დადგინდა ზიანი, შედგა გეგმები და პროგრამები, მაგრამ დღემდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. რა არის ამის მიზეზი, ახლა რა ვითარებაა ბორჯომის ხეობის ტყეებში და რა გეგმები არსებობს მომავლისთვის?.. ამის თაობაზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის სატყეო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია იორდანიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის - ”მწვანე ალტერნატივა” - წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
ბორჯომის დამწვარი ტყეების აღდგენისთვის ჯერ არაფერი გაკეთებულა
Your browser doesn’t support HTML5