ქუთაისის 35 მუნიციპალურ ბაღში სკოლამდელი ასაკის 7 ათასამდე ბავშვი სწავლობს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მაია პაქსაძის თქმით, მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან მუნიციპალური ბაღებისთვის 5 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო, რომელიც განკუთვნილია როგორც ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების, გადასახადებისა და სხვა ხარჯებისთვის, ასევე ბავშვთა კვებისათვის. ბაგა-ბაღების გაერთიანება 7 თვის წინ შეიქმნა. მისი ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალურ ბაღებში ერთი ბავშვის ორჯერადი კვება 24 ლარით განისაზღვრა. თანხის ნახევარს მერია ანაზღაურებს, მშობელს კი მხოლოდ 12 ლარის გადახდა უწევს. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლიდან კვების თანხის გაზრდა არ იგეგმება.
„ 7 ათასი ბავშვიდან ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებული არიან 5 კატეგორიის ბენეფიციარები: მარტოხელა დედის შვილები, ობლები, ტყუპები, მრავალშვილიანი და დევნილი ოჯახის შვილები. ის საქმე, რაც 6 თვის განმავლობაში გაკეთდა, იყო შრომატევადი და ნაყოფიერი, თუმცა იმედი მაქვს, რომ თუ იგივე ბიუჯეტი გვექნა მომავალ წელსაც, ორმაგი საქმის გაკეთებას შევძლებთ. რაც შეეხება ცვლილებებს, გაერთიანების შექმნის დღიდან მოგვარდა კვების საკითხი და ერთჯერადის ნაცვლად ორჯერადი კვება შევთავაზეთ აღსაზრდელებს. თუ მანამდე ბავშვი ბაღში მხოლოდ საღამოს 4 საათამდე რჩებოდა, ახლა 6 საათამდე რჩება. მეთოდოლოგიურად გადამზადდა ყველა ბაღის მეთოდისტი და ფილიალის ხელმძღვანელი და სექტემბრის თვის ბოლომდე ვგეგმავთ ბაგა-ბაღებში დასაქმებული 260 -ვე პედაგოგის გადამზადებას, რადგან დრო მოითხოვს, რომ ჩვენს ბავშვებს გეგმა და დღის რეჟიმი შეეცვალოთ და ახალ სტანდარტებს მიუახლოვდეს“,- განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაია პაქსაძემ.
მაია პაქსაძის განმარტებით, 12 ლარი, რომელსაც ბავშვის მშობელი იხდის, მხოლოდ კვებისთვისაა გათვალისწინებული. მშობლები, სურვილის მიხედვით, დამატებით იმ მომსახურებას ირჩევენ, რომელსაც ბაღი მათ ინდივიდუალურად სთავაზობს. ინგლისურის, ცეკვისა და ფოლკლორული სიმღერის გაკვეთილებისთვის გადასახადი მუნიციპალურ ბაღებში დამატებით 5-7 ლარია. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაკა ცაგარელი ამბობს, მისი შვილი 23-ე ბაგა-ბაღის დამამთავრებელ ჯგუფშია, კვებისა და ცეკვის წრისთვის გადასახდელი თანხა მისთვის ხელმისაწვდომია, ბავშვების კვება კი მიმდინარე წელს გაუმჯობესდა:
„ახლა კვებით მშობლები კმაყოფილები არიან, ბავშვიც კმაყოფილი მოდის. დილით ფაფებს, სადილზე კი წვნიანს და დესერტს აჭმევენ. ფარშირებული ხორციც აქვთ კვირაში ორჯერ, გუფთა ან კოტლეტი პიურეთი. ბავშვი მშიერი ნამდვილად არ რჩება. მე ვმუშაობ და დილიდან 6 საათამდე რომ რჩება ბავშვი ბაღში, ისიც დიდი შეღავათია.“
ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლების თქმით, სასურველია სკოლამდელ დაწესებულებებში მეტი ყურადღება დაეთმოს კულტურული ღონისძიებების მოწყობასა და მათში ბავშვების ჩართვას. მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აგრეთვე ჯგუფებში ბავშვების სიმრავლის გამო.
„ჩემი ბავშვის ჯგუფში 40-45 ბავშვია სიით და აქედან უმეტესობა ყოველდღიურად დადის. როცა მივაკითხავ და შევიხედავ ჯგუფში, ხანდახან მასწავლებელი თავს ვერ ართმევს ამ 40 ბავშვის მოვლას. ამიტომ სასურველია ჯგუფები 15-20 ბავშვით კომპლექტდებოდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
თავის მხრივ, ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კონტინგენტის სიმრავლით ქალაქში ბევრი ბაღი არ გამოირჩევა, ის ჯგუფები კი, სადაც 30 -ზე მეტი ბავში ისწავლის, სექტემბრიდან აუცილებლად გაიყოფა.