რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური „როსპოტრებნადზორი“ განიხილავს საქართველოში წარმოებული მინერალური წყლის, „ბორჯომის“, რუსეთში შეტანის შესაძლებლობას. ონიშჩენკოს მტკიცებით, ფედერალურ სამსახურს ამგვარი თხოვნით ერთ-ერთმა კომპანიამ მიმართა. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის ამ განცხადების კომენტირებისას ბორჯომის მწარმოებელი კომპანიის - „IDS-ბორჯომის“ - წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც მათ და არც კომპანიის რომელიმე პარტნიორს მსგავსი წინადადებით რუსეთის სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს. რა პერსპექტივა აქვს ქართული ნაწარმის რუსეთის ბაზარზე დაშვებას და რისი მანიშნებელია რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადება?
როგორც ჩანს, რუსეთში „ბორჯომის“ მოხმარების ლამის ორსაუკუნოვან ისტორიას უკვალოდ არ ჩაუვლია. აკრძალვისა და ნეგატიური საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, რუს მომხმარებლებს - მათ შორის, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს - ახსოვთ და ენატრებათ „ბორჯომი“. საავტორო სიმღერების რუსმა შემსრულებელმა ტიმურ შაოვმა სიმღერა „ბორჯომზე“ 2006 წლის მაისის, ანუ რუსეთში „ბორჯომის“ ოფიციალური აკრძალვის შემდეგ დაწერა, გადაწყვეტილება ქართული მინერალური წყლისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შესახებ კი რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ მიიღო:
„ამ არცთუ მარტივ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული შემოწმებები, რომელთა შედეგადაც გაირკვა, რომ „ბორჯომის“ მარკით რეგიონებსა და განსაკუთურებით მოსკოვში იყიდებოდა წყლები, რომელთა მონაცემები არ შეესაბამება მოცემულ სასმელს.“
ხუთი წლის წინ გენადი ონიშჩენკო ამტკიცებდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკასთან. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი ცდილობს იგივე დაამტკიცოს ამჟამადაც, როცა ავრცელებს განცხადებას „ბორჯომის“ რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაშვების შესახებ, თუმცა გასაკვირია ის, რომ „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია „IDS - ბორჯომში“ ირწმუნებიან, რომ რუსეთისათვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავთ. ნიცა ჩოლოყაშვილი, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ამბობს:
„მე ვიცი, რომ კომპანია „IDS ბორჯომი–საქართველოს“ მსგავსი განაცხადით არავისთვის მიუმართავს. ჩვენვე უნდა შეგვითანხმოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა მსგავსი ნაბიჯები. როცა ვამბობ, რომ ჩვენ არ შეგვიტანია განცხადება, „ჩვენში“ ვგულისხმობ ყველა ჩვენს პარტნიორს. დღეს გადავამოწმე და გავარკვიე, რომ არავის მიუმართავს.“
2006 წლამდე კომპანია „IDS ბორჯომს“ წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. შესაბამისად, დიდი იყო რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით გამოწვეული ზარალი, თუმცა, ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთიწლისწინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში იყიდება. ცხადია, ამ ქვეყნებს შორის არაა რუსეთი, რომელიც, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას ესწრაფვის და ამის გამო პერიოდულად კონსტრუქციული პარტნიორის როლს თამაშობს:
„რუსეთი ცდილობს კეთილი ნების სიმბოლური ჟესტი გააკეთოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ ონიშჩენკო არ არის იმ დონის ფიგურა, რომ თვითონ, დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებას. რუსეთში გადაწყვეტილება გაცილებით მაღალ ინსტანციებში მიიღება.“
რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პირები კი მართლაც ესწრაფვიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციებში გაწევრიანებას, რაც, ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის თქმით, ავტომატურად მოხსნის ემბარგოს ქართულ ნაწარმზე.
„თუ რუსეთი გახდება WTO-ს წევრი, მაშინ რუსეთს არ ექნება საშუალება განსაკუთრებული შეზღუდვები დაუწესოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. თუ იტყვის რუსეთი, ქართული „ბორჯომი“ უხარისხოა და ამიტომ არ ვუშვებო, მაშინ ანალოგიური ხარისხის პროდუქცია არ უნდა შეუშვას ყველა სხვა ქვეყნიდან. ქართული ღვინო და ქართული „ბორჯომი“ იყიდება ევროკავშირის ბაზარზე და, შესაბამისად, აკმაყოფილებს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნებს. ყველა ამბობს, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. ამიტომ, ცხადია, რუსეთი ელოდება არა „ბორჯომის“ ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას“, უთხრა ნოდარ ხადურმა რადიო თავისუფლებას.
ნოდარ ხადურის პროგნოზით, პოლიტიკური პრობლემების მოგვარებამდე რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვისა და, მათ შორის, „ბორჯომისთვის“ არ გაიხსნება. შესაბამისად, რუს მომხმარებელსაც ისღა დარჩენია, უმღეროს „ბორჯომს“, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, დალიოს.
როგორც ჩანს, რუსეთში „ბორჯომის“ მოხმარების ლამის ორსაუკუნოვან ისტორიას უკვალოდ არ ჩაუვლია. აკრძალვისა და ნეგატიური საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, რუს მომხმარებლებს - მათ შორის, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს - ახსოვთ და ენატრებათ „ბორჯომი“. საავტორო სიმღერების რუსმა შემსრულებელმა ტიმურ შაოვმა სიმღერა „ბორჯომზე“ 2006 წლის მაისის, ანუ რუსეთში „ბორჯომის“ ოფიციალური აკრძალვის შემდეგ დაწერა, გადაწყვეტილება ქართული მინერალური წყლისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შესახებ კი რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ მიიღო:
„ამ არცთუ მარტივ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული შემოწმებები, რომელთა შედეგადაც გაირკვა, რომ „ბორჯომის“ მარკით რეგიონებსა და განსაკუთურებით მოსკოვში იყიდებოდა წყლები, რომელთა მონაცემები არ შეესაბამება მოცემულ სასმელს.“
რუსეთი ცდილობს კეთილი ნების სიმბოლური ჟესტი გააკეთოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის...