დღეს 19 წელის შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდა სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად, ცეცხლი გაუხსნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით. აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“.