ავღანეთში 16 ადამიანი მოკლეს გუბერნატორის რეზიდენციაზე თავდასხმისას

ავღანეთში, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა და 29 დაიჭრა ფარვანის გუბერნატორის რეზიდენციაში მოწყობილი აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, აფეთქება მოაწყეს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა და დაღუპულების უმრავლესობა სამთავრობო უწყებების თანამშრომლები არიან. ფარვანი მდებარეობს ცენტრალურ ავღანეთში, ქაბულის მახლობლად. ადრე გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაში ექვსი თვითმკვლელი მონაწილეობდა. როგორც პროვინციის გუბერნატორმა, აბდულ ბასირ სალანგიმ უთხრა ადგილობრივ ტელევიზიას, იერიში მოეწყო, როცა ის შეხვედრას მართავდა.