ტეხასის გუბერნატორს სურს აშშ-ში 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა

ტეხასის შტატის გუბერნატორმა, რიკ პერიმ დღეს გამოაცხადა, რომ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას შეერთებულ შტატებში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. მას მოუწევს რესპუბლიკური პარტიისაგან ნომინაციისთვის ბრძოლა ამავე პარტიის რამდენიმე სხვა წევრთან, რომელიც ასევე გამოთქვამს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. რიკ პერი ძლიერ კანდიდატად ითვლება, რადგან მრავალი მხარდამჭერი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიაში.