ცნობების თანახმად, რუსეთმა და ჩინეთმა ხელი შეუშალეს შეერთებული შტატების ინიციატივას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დაეგმო სუდანის მთავრობა სამხრეთ კორდოფანის რეგიონში განხორციელებული სამხედრო ოპერაციებისათვის. შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის წინ გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს განცხადება, რომელშიც დაგმობილია ძალადობა სამხრეთ კორდოფანში და მოთხოვნილია საჰაერო იერიშებისთვის ბოლოს მოღება. მაგრამ დიპლომატები, რომლებმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვეს. ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკან წაიღო განცხადება, რადგან რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან საჰაერო იერიშების დაგმობის მოხსენიებას. ორივე ქვეყანა სუდანის მოკავშირეა, ამასთან, ჩინეთი იარაღით ამარაგებს სუდანს და დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული მის ნავთობმრეწველობაში.