პაკისტანის თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ხუთშაბათს თვითმკვლელი თავდამსხმელი ქალის მიერ მოწყობილ და ქალაქ პეშავარში მომხდარ აფეთქებებზე. პაკისტანში თვითმკვლელი ქალის მიერ პოლიციის წინააღმდეგ სამი ტერაქტია მოწყობილი, რომელზეც თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა. ”ფრანს პრესისთვის” დაფარული ადგილიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პაკისტანის თალიბანის ლიდერმა ომარ ხალიდმა განაცხადა, რომ თვითმკვლელი ქალების გამოყენება თალიბანის ახალი სტრატეგიის ნაწილია.