დღეს პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულებს

საქართველოში აგვისტოს ომის დაწყებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავენ. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპული ქართველი სამხედროები არიან დაკრძალულნი, მემორიალი გვირგვინით შეამკო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა და ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აგვისტოს ომიდან 3 წლისთავზე ქართულმა სათვისტომოებმა მშვიდობიანი აქციები გამართეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და რუსეთის ოკუპაციის შეწყვეტა მოითხოვეს.