იუწყებიან, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის ელექტროფიკაციის მინისტრი, რომელმაც 1,7 მილიარდი დოლარის გარიგებას მოაწერა ხელი არარსებულ კანადურ და გერმანულ კომპანიებთან. ერაყის პარლამენტის წევრის ალია ნასეფის თქმით, ქვეყნის ელექტროფიკაციის მინისტრი რაად შალალი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც შემოწმების შემდეგ გაირკვა არარსებულ კომპანიებთან დადებული გარიგების შესახებ. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ კრიმინალურ გარიგებაში სავარაუდოდ სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც არიან გარეულნი.