ბარაკ ობამა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს აშშ-ის პრეზიდენტის 50 წლის იუბილეა. ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ბარაკ ობამა დღეს დილით მუშაობას გეგმავს. შემდეგ კი დაბადების დღეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად თეთრ სახლში აღნიშნავს. შაბათ-კვირის გატარებას ობამა ვაშინგტონთან ახლოს, კემპ დევიდის საპრეზიდენტო აგარაკზე გეგმავს.