12 უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ერთობლივი განცხადებით მიმართავს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტემპერატურის მატებასთან ერთად დამძიმებული ვითარების გამოსწორებისაკენ მოუწოდებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმრების მდგომარეობა არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას უტოლდება.
არასათანადოდ გამართული სავენტილაციო სისტემა, ერთსაათიანი გასეირნება მხოლოდ დღის საათებში, როდესაც ძალიან ცხელა, უწყლობა, გადატვირთული საკნები - თუ ზამთარში ამ ყველაფერს პატიმრები ასე თუ ისე უძლებენ, სიტუაცია საგანგაშო ხდება ზაფხულში, - ამბობენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები და შესაბამის უწყებას ციხეებში არსებული გაუსაძლისი ვითარების გამოსწორებას სთხოვენ:
”გასაგებია, რომ იქ კონდიცირება არ არის, მაგრამ ამას ემატება ისიც, რომ ის სავენტილაციო სისტემა, რაც ციხეებში არსებობს, უვარგისია. იქნებ ის მაინც გააკეთონ, რომ პატიმრები საღამოს საათებში გაიყვანონ გარეთ კუთვნილ ერთსაათიან გასეირნებაზე - შუადღისას ასეთ სიცხეში გარეთ ვინ გავა?..”
განცხადებაზე ხელმომწერი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია იხსენებს ქუთაისის ციხეში მომხდარ ბუნტს, რომელიც სწორედ უწყლობამ გამოიწვია:
”აუცილებელი არ არის პირობების გაუმჯობესება მაინცდამაინც დიდ ფინანსებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, თუ სადმე წყლის მიწოდება ფერხდება, ზაფხულში მაინც მიაწოდონ წყალი შეუფერხებლად. წარმოიდგინეთ, ჩვენ თავისუფლები ვართ და ძლივს ვუძლებთ სიცხეს და ადამიანები, რომლებიც ერთ პატარა საკანში არიან, როგორი იქნება ამ სიცხეში მათი მდგომარეობა.”
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი შენიშნავს, რომ აღნიშნული პრობლემები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველ წელს ზაფხულის დადგომასთან ერთად იჩენს თავს, თუმცა წლიდან წლამდე ვერ გვარდება:
”ციხეები გადატვირთულია, რაც ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგია, ეს გადატვირთულობა კი, თავის მხრივ, ქმნის უამრავ პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია პატიმრების ჯანმრთელობასთან, მათ მიმართ არადამიანურ მოპყრობასთან.”
უფლებადამცველები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დამძიმდა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პატიმრების მდგომარეობა. ჯანმრთელობის გაუარესებისა და, საერთოდ, გაუსაძლისი პირობების გამო ზაფხულში განსაკუთრებით იმატა პატიმრების მიმართვებმა ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლისადმი”, რომლის გამგეობის თავჯდომარე, თამარ გაბისონია, ადასტურებს, რომ არათუ პატიმრებს, არამედ რამდენიმე საათით მათთან შესულ ადვოკატებსაც უჭირთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩერება.
იმატა თუ არა პატიმრების ჯანრმთელობის გაუარესების ფაქტებმა ზაფხულის თვეების განმავლობაში? არსებობს თუ არა წყალმომარაგებაში პრობლემები? რამდენად მოწესრიგებულია სავენტილაციო სისტემა? როგორ გვარდება პრობლემა გადატვირთულ საკნებში? - კითხვები, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ არსებობს, საკმაოდ ბევრია. რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხი მიეღო. ჩვენ დავუკავშირდით სამინისტროს მოხელეს, მაგრამ მან პრესსამსახურის ნებართვის გარეშე კომენტარი ვერ გააკეთა. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა სუხიშვილმა კი სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.
იქნებ ის მაინც გააკეთონ, რომ საღამოს საათებში გაიყვანონ გარეთ კუთვნილ ერთსაათიან გასეირნებაზე - შუადღისას ასეთ სიცხეში გარეთ ვინ გავა...

ციხეები გადატვირთულია, რაც ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგია, ეს გადატვირთულობა კი, თავის მხრივ, ქმნის უამრავ პრობლემას...