ჯერ გადაუღებელი წვიმების, შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო სოფლებში ცუდ მოსავალს მოელიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის მკვიდრი თუთა ზედგინიძე ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, წელს არასტაბილურმა ამინდმა და მცენარეთა მომძლავრებულმა დაავადებებმა სოფელი პრაქტიკულად მოსავლის გარეშე დატოვა.
მაღალი ტემპერატურის გარდა, გლეხები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემას ასახელებენ. სოფლებში ამბობენ, რომ წვიმიან წელიწადს გვალვიანი სჯობს, თუმცა არა ასეთი, რადგან სიცხეები როგორც მოსავალზე, ასევე მეცხოველეობის განვითარებაზეც ცუდ გავლენას ახდენს.
გასული წლების სტატისტიკის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში აგვისტოს თვე ნალექების სიმცირით ხასიათდება, რაც მაღალმოსავლიანობას ამცირებს, – აცხადებენ სასოფლო- საკონსულტაციო ცენტრში. გარდა ამისა, ვითარებას რეგიონში არსებული სამელიორაციო სისტემების ნაკლებობაც ართულებს. ცენტრის დირექტორის გურამ ჯინჭველაძის აზრით, ბოსტნეულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროული მორწყვაა, რაც სამცხე-ჯავახეთში თითქმის ვერ ხორციელდება.
სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრის მონაცემებით, თავთავიანი მარცვლეულის მოსავალი წელს სამცხე-ჯავახეთში ჯერჯერობით არცთუ ისე ცუდია.