გვალვა და მოსავალი

სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის წყალობით, ფერმერები წელს, 2007 წელთან შედარებით, ხორბლის ორჯერ მეტ მოსავალს ელიან. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ 2013 წლისათვის ქვეყანაში მოწეული ხორბალი შიდა მოთხოვნის 35 პროცენტს დააკმაყოფილებს. სოფლის მეურნეობის სახელწიფო პროგრამა, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალი ხარისხის ხორბლისა და სიმინდის თესლის შემოტანას ითვალისწინებს. პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული ფერმერებიც, თუმცა, ცხადია, უხვი მოსავლის მიღებისა და მის რეალიზაციისათვის მხოლოდ ხარისხიანი თესლი არ კმარა. გთავაზობთ სიუჟეტებს შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან.