შეერთებულ შტატებს, როგორც ჩანს, აღარ მოელის დეფოლტი - ანუ, სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. წუხელ გახდა ცნობილი, რომ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მიაღწიეს კომპრომისს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სესხის ოდენობაზე დაწესებული ლიმიტის დროებით გაზრდას. სწორედ ეს ნაბიჯი იყო მიჩნეული აუცილებლად, შეერთებული შტატების დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, საქმე ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი...
შეთანხმება, რომელსაც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებმა მიაღწიეს, საჭიროებს დამტკიცებას შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში - სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც. ბოლო ვადაა 2 აგვიტოს ღამე. თუ კანონმდებლები არ მიემხრობიან სახელმწიფო სესხის ოდენობაზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას, ამით ისინი დაუშვებენ შესაძლო დეფოლტს, რომელიც, როგორც ბოლო დღეებში არაერთხელ თქმულა, საფრთხეს შეუქმნიდა არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ მთელს მსოფლიოს - გლობალურ ეკონომიკას.
განცხადება, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომელიც შესაძლებელს ხდის, შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი დეფოლტის თავიდან აცილებას, წუხელ გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. ჯერ კიდევ რჩება ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომლებში მონაწილეობაც კონგრესის წევრებს მოუწევთო, აღნიშნა ობამამ და იქვე გამოაცხადა, რომ „ორივე პალატაში ორივე პარტიის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შეამცირებს დეფიციტს და არ დაუშვებს დეფოლტს - დეფოლტს, რომელიც გამანადგურებელ გავლენას მოახდენდა“ აშშ-ს ეკონომიკაზე.
დეფოლტის თავიდან ასაცილებელი შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სესხის ოდენობაზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას ამჟამინდელი 14,3 ტრილიონიდან, სულ ცოტა, 16,4 ტრილიონ დოლარამდე (ანუ, 2 ტრილიონ დოლარზე მეტით). ამავე შეთანხმებით, 2,4 ტრილიონი დოლარი უნდა ჩამოეჭრას შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. და კონგრესში უნდა შეიქმნას კომიტეტი, რომელიც მიაგნებს კიდევ 1,5 ტრილიონი დოლარის დაზოგვის გზას, გადასახადების რეფორმისა და დეფიციტის შესამცირებელი სხვა ზომების მეშვეობით.
დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერთა შეთანხმების მიუხედავად, მათი თანაპარტიელების ნაწილი უკმაყოფილო რჩება. ამ უკმაყოფილებაზე მიანიშნა დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა შეერთებული შტატების სენატში, ჰერი რიდმა, როცა განაცხადა: „ვიცი, რომ ეს შეთანხმება ყველა რესპუბლიკელს ვერ გაახარებს. ის ნამდვილად ვერ გაახარებს ვერც ყველა დემოკრატს. ორივე პარტიამ დათმო იმაზე მეტი, ვიდრე სურდა და არც ერთს არ მიუღია იმდენი, რამდენსაც იმედოვნებდა. მაგრამ ეს არის კომპრომისის, კონსენსუსზე მიღწევის არსი. ამერიკელმა ხალხმა მოითხოვა ამ კვირაში კომპრომისის მიღწევა და ეს მიიღო კიდეც“, - განაცხადა სენატში დემოკრატების უმრავლეობის ლიდერმა.
რესპუბლიკელთა უმცირეობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ შეირყეს ნდობა სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ: „ დღეს საღამოს შეგვიძლია ამერიკელ ხალხს აღვუთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მოუწევს თავის ისტორიაში პირველად უარი თქვას საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე“.
იმისათვის, რომ მართლაც შეძლონ დეფოლტის თავიდან აცილება, ობამა რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მათი ლიდერების შეთანხმებას.
საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანიაო, ამბობს ობამა და განაგრძობს: „მინდა, ორივე პარტიის წევრებს მოვუწოდო, გადადგან სწორი ნაბიჯი და თავიანთი ხმებით მომდევნო დღეებში მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ დეფოლტი. საშუალებას მოგვცემს, გადავიხადოთ, რაც გადასახდელი გვაქვს. საშუალებას მოგვცემს, შევუდგეთ ჩვენი დეფიციტის შემცირებას პასუხისმგებლობით სავსე ქმედებით და საშუალებას მოგვცემს, ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე - ყველა ღონე ვიხმაროთ სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხელფასების გასაზრდელად და ჩვენი ეკონომიკის გასაზრდელად უფრო სწრაფად, ვიდრე ის ახლა იზრდება“.