რუსეთი როკის გვირაბის აღდგენას ოქტომბრის ბოლოს იწყებს. ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაკეტვა პრობლემებს, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას და იქ განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს უქმნის. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის მთავრობებმა მზადება უკვე დაიწყეს. იქმნება ერთობლივი შტაბი, რომელმაც წინასწარ უნდა განსაზღვროს გვირაბის დაკეტვით წარმოქმნილი ყველა პრობლემა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ პირველი განკარგულებები უკვე გასცა. მისი თქმით, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს, ოქტომბრისთვის კი სპეციალური გრაფიკი უნდა დაწესდეს, რომელიც ავტომანქანების გადაადგილებას არ შეაფერხებს. კოკოითის განცხადებით, საფრთხეშია ცხინვალის აღდგენითი სამუშაოები, ამიტომ იგი სამშენებლო კომპანიებს მასალების წინასწარ მომარაგებას ურჩევს. გარდა ამისა, მისი აზრით, შესაბამისი მასალების მომარაგებაზე წინასწარ უნდა იზრუნონ როგორც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში, ასევე რუსულ სამხედრო ბაზებზე.
როკის სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც კავკასიონის მთებშია გაჭრილი, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან - ცხინვალის რეგიონთან - აკავშირებს. გვირაბის მშენებლობა 1985 წელს დასრულდა. მისი სიგრძე 3 660 მეტრია და ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე მდებარეობს.
ამ გვირაბმა დიდი როლი ითამაშა ქართულ-ოსურ კონფლიქტში. დე ფაქტო ხელისუფლება გვირაბის სამხრეთ ნაწილს აკონტროლებს და მასზე საკუთარ ბაჟს აწესებს, რაც რეგიონის ძირითადი შემოსავალია. საქართველოს მთავრობა კონფლიქტის პერიოდში გვირაბზე საერთაშორისო ზედამხედველობის დაწესებას მოითხოვდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 58-ე რუსული არმიის 250-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა სწორედ როკის გვირაბით შემოიჭრა საქართველოში.
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ რადიო თავისუფლებას იმ გზების შესახებ უამბო, რომლებიც რუსეთის მთავრობამ კავკასიონის ჩრდილო ნაწილში გაიყვანა. ეს გზებია: ჩერქეზეთ-აფხაზეთის, მამისონის, ჩრდილო ოსეთში როკის, ჩეჩნეთის და დაღესტნის მიმართულებით. მისი თქმით, ამ გზების გაყვანა თითქმის დასრულებულია. არეშიძის აზრით, კავკასიონი რუსეთისთვის მთავარი სტრატეგიული თავდაცვის ზღუდეა, ამიტომ იქ არაერთი გზის არსებობა კრემლისთვის სასიციცხლო მნიშვნელობისაა. ექსპერტის თქმით, გვირაბს მთლიანად არ ჩაკეტავენ და ამის გამო იზოლაციაში არ მოაქცევენ როგორც დე ფაქტო რესპუბლიკას, ისე საკუთარ სამხედრო ბაზებს.
კრემლი აპირებს გვირაბის რეკონსტრუქცია ფედერალური სამთავრობო პროგრამის -"რუსეთის სატრანსპორტო სისტემების განვითარების" - ფარგლებში განახორციელოს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, როკის გვირაბის სრულ რეკონსტრუქციას, რაც გაფართოებასაც გულისხმობს, დაახლოებით 23 მილიარდი რუბლი დასჭირდება.