აშშ-ის ახალმა ელჩმა ავღანეთში განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ აქვს სურვილი იქონიოს მუდმივი სამხედრო ბაზები ავღანეთში და არ აპირებს მეზობლებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს ეს ქვეყანა.
ახლად არჩეულ ელჩს ქაბულში, რაიანი კროკერს, მიზნად ჰქონდა ავღანელები და ამ ქვეყნის მეზობელი ქვეყნების ხელისუფლები დაემშვიდებინა რეგიონში ავღანეთის სამომავლო გეგმების თაობაზე. ავღანეთის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოში, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ კროკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ს სურს გაიყვანოს თავისი ჯარი ავღანეთიდან მაშინვე, როგორც კი ამ ქვეყნის ჯარი და პოლიცია უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობას ჩაიბარებს:
„ჩვენ არ გვაქვს იმის ინტერესი, რომ ავღანეთში მუდმივი სამხედრო ბაზები ვიქონიოთ. ეს პრეზიდენტმა, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა უკვე თქვეს და მეც ვიმეორებ. აქ დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და არც ერთი დღით მეტხანს.“
ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის ჯარის გაყვანა დაწყებულია. აშშ-ის ჯარმა გასულ კვირაში უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა ავღანეთის ჯარს ჩააბარა შვიდ არეალში. აშშ-ის ყველა სამხედრო პირი - მათი რიცხვი ახლა 150 ათასია - დატოვებს ავღანეთს 2014 წლის ბოლოსთვის. იმის შესახებ, თუ როგორი იქნება აშშ-ის როლი ამ ქვეყანაში, ვაშინგტონი ახლა მოლაპარაკებას მართავს ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ჯერ არ არის ცხადი, რა ფორმით განხორციელდება ქაბულსა და ვაშინგტონს შორის დადებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება, მიეცემა თუ არა აშშ-ს შესაძლებლობა, იქონიოს ბაზები ამ ქვეყანაში 2014 წლის შემდეგაც. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის ბაზების ხანგრძლივად ყოფნის შესაძლებლობაზე ლაპარაკი, ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზის მსგავსად, მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა მშვიდობა დამყარდება.
ავღანეთის შეშფოთებული მეზობლების, პაკისტანისა და ირანის გასაგონად კროკერმა თქვა, რომ აშშ-ს არ სურს ავღანეთის გამოყენება მეზობლებზე ზეგავლენის მოსახდენად:
„ჩვენ არ გვაქვს ინტერესი გამოვიყენოთ ავღანეთი მეზობელ სახელმწიფოებზე ზეგავლენის არენად. ჩვენი ინტერესია მხოლოდ ავღანეთის უსაფრთხოება, მისი მტკიცე სტაბილურობა და იმის რწმენა, რომ ეს ქვეყანა არასოდეს გახდება საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი, საიდანაც ის საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას.“
ავღანეთს რთული ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, პაკისტანსა და ირანთან, რომლებიც ამ ქვეყანას თავიანთი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თეირანი და ისლამაბადი აშშ-ის აქტიურობას ამ რეგიონში მათი გავლენის ხელის შემშლელ ფაქტორად აღიქვამენ. რეგიონში აშშ-ის ამბიციებს გულგრილად არც ჩინეთი და რუსეთი უყურებენ. მიუხედავად მილიარდობით დოლარისა, რომელიც აშშ-მა გაიღო ავღანეთის უშიშროების ძალების განვითარებისთვის, კვლავ პრობლემად რჩება ავღანეთის არმიის მომზადების დონე. ეს ავღანელებს და უცხოელ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ 2014 წლის შემდეგაც საჭირო იქნება სამხედრო დახმარების გაწევა ავღანეთის მთავრობისთვის მიუხედავად იმისა, რომ იქ საერთაშორისო ჯარი აღარ იქნება. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ აშშ-ს სურს შეინარჩუნოს ავღანეთში ბაზები იმ არეალებში მცირე ზომის სამხედრო ოპერაციების მოსაწყობად, საიდანაც ტერორისტული საფრთხე მოდის. ასეთი ბაზიდან მოეწყო თავდასხმა „ალ ყაიდის“ ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე. თვითონ რაიან კროკერმა გახსნა აშშ-ის საელჩო ავღანეთში 2001 წელს, ხელისუფლებიდან თალიბანის განდევნის შემდეგ. კროკერი აშშ-ის ელჩად მუშაობდა პაკისტანში, ერაყში, სირიაში, კუვეიტსა და ლიბანში. ჩვეულებრივ, ელჩები ფიცს დებენ ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივნის თანდასწრებით, მაგრამ კროკერმა ამისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაბალი რანგის თანამშრომელი არჩია და ცერემონიის ჩატარება ქაბულში ისურვა.