სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა კარაჩიში მომხდარი ახალი შეტაკებების შედეგად

სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში მომხდარი ახალი შეტაკებების შედეგად. პოლიციის ცნობით, შეტაკებები წუხელ ღამით მოხდა. არ იტყობინებიან, ჰქონდა თუ არა მათ ეთნიკური ხასიათი. უკანასკნელი თვის განმავლობაში კარაჩიში პოლიტიკურ და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.