პროკურატურა ფოტოგრაფები საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფოტორეპორტიორების საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ საქმის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, მიაწოდეს გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია. მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ოთხივე ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.