დაკავებულმა ფოტოკორესპონდენტმა ზურაბ ქურციკიძემ დაწერა განცხადება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიზნით, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შეატყობინა ზურაბ ქორციკიძის ადვოკატმა, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა. მისი თქმით, 21 ივლისს, გლდანის მე-8 საპყრობილეში, მისი თანდასწრებით გაიმართა დაკავებული ქურციკიძის დამატებითი დაკითხვის პროცედურა, თავდაპირველი აღიარებითი ჩვენების ზოგიერთი დეტალის დაზუსტების მიზნით. ანდრიაშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურის პასუხი, ქურციკიძის განცხადებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ადვოკატი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ გამოძიება დაკავებულ ფოტორეპორტიორს გიორგი აბდალაძეს ან მის თავდაპირველ აღიარებით ჩვენებაში არსებულ უზუსტობებს გაასწორებინებს, ანდა დააწერინებს განცხადებას ადვოკატ ბესელიას აცილების შესახებ. ამ შინაარსის განცხადება ეკა ბესელიამ 21 ივლისს გააკეთა, გლდანის მე-8 საპყრობილეში შესვლამდე. ადვოკატის თქმით, ის არ იმონაწილევებს აბდალაძესა და გამოძიებას შორის შესაძლო საპროცესო შეთანხმების პროცესში, რადგანაც ეს უკანონო ქმედება იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში გიორგი აბდალაძის დამატებითი დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს.
გლდანის მე-8 საპყრობილესთან ფოტოკორესპონდენტების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელშიც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები კვლავაც მოითხოვენ ფოტოგრაფების საქმის გასაჯაროებას და მათ თავდებით გათავისუფლებას. დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერი აქცია დღეს, 20:30 სთ-ზე საქართველოს საპატრიარქოსთანაც გაიმართება. სოლიდარობის აქცია ორგანიზებულია "ალია ჰოლდინგისა" და ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პატრიარქს, გაითვალისწინოს დაკავებული გიორგი აბდალაძის თხოვნა და უშუამდგომლოს თავდებით გათავისუფლების მიზნით.