სტიქიით დაზარალებული პირები და ეკომიგრანტები საქართველოში დღეს კანონს მიღმა არიან. პრობლემა მასშტაბურია და პროგნოზი მისი მხოლოდ გაზრდის ალბათობაზე მიუთითებს. რის ანაბარა არიან დღეს საქართველოში ადამიანები, ვინც სტიქიური მოვლენების გამო ზარალი განიცადა და ისინი, ვისაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი და ნინო ელბაქიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის წევრი.